“ადამიანი მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია“ - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე - კვირის პალიტრა

“ადამიანი მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია“ - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე

ადამიანი მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია - შესაბამისი დრო და ამინდი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მდინარაძის გადაწყვეტილება პირადად მისთვის სამწუხაროა, თუმცა პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას.

„მან თავად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომაც მიღო გადაწყვეტილება. მან თავად გამორიცხა სხვა ინსინუაციები, რომელიც შეიძლება მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. მგონი, ძალიან ღია, გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა. ჟურნალისტებს შესაძლებლობა გქონდათ, პირადად მიგეღოთ მისგან გადაწყვეტილების ახსნა. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ასე უნდა მივიღოთ - ადამიანებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

განაგრძეთ კითხვა