“არ გამოვრიცხავთ, რომ მამუკა მდინარაძემ, რამდენიმე თვეში, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს“ - გიგა ფარულავა
ბუნებრივია, როდესაც მამუკა მდინარაძეს დაატოვებინეს პოლიტიკაც, თანამდებობაც და გაუშვეს სახლში, არ არის საჭიროება, რომ ახალი პოზიცია შეიქმნას - არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, რამდენიმე თვეში, ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე სახლში „კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებით“ გაუშვეს.
„ფაქტია, მამუკა მდინარაძე არ ეკუთვნოდა თავის თავს. მას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, უნარები, რომ თავად მიეღო გადაწყვეტილებები, რა თანამდებობაზე იქნებოდა, ან არ იქნებოდა. შესაბამისად, ისევე როგორც ის არსაიდან მოსულა, დღეს არსაით გაუშვეს, კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებით. ის სახლში გაუშვეს ყოველგვარი რჩევა-დარიგებების გარეშე.
ყველას გვახსოვს, რომ თავის დროზე, რეგიონული სამინისტრო ლილუაშვილისთვის შეიქმნა. ძალიან კარგად გახსოვთ, რა ბედიც გაიზიარა ლილუაშვილმა. არ გამოვრიცხავთ, იგივე ბედი გაიზიაროს რამდენიმე თვეში მამუკა მდინარაძემაც.