რატომ არ ესწრება სასამართლოს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვებაშია ბრალდებული?! - კვირის პალიტრა

რატომ არ ესწრება სასამართლოს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვებაშია ბრალდებული?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის, უკრაინის მოქალაქის, ვალერია კირლიუკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ვალერია კირლიუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატი კი მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

თავად დაკავებული ქალი დუმილის უფლებით სარგებლობს. თუმცა, სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, ვინაიდან ის კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. სასამართლო პროცესზე საავადმყოფოდან ცნობა არის წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს სასამართლოზე გამოცხადება და მასში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა