რა წერილს აქვეყნებს ლეო მესი, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა - კვირის პალიტრა

რა წერილს აქვეყნებს ლეო მესი, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლი­ო­ნელ მე­სიმ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რას ტო­ვებს, რი­თაც არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­ში 21-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რა დას­რულ­და.

39 წლის ფეხ­ბურ­თელ­მა Instagram-ზე ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბით და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თქვა, რომ დროა, გზა და­უთ­მოს მო­მა­ვალ თა­ო­ბას.“ფი­ნა­ლი­დან გა­სუ­ლი ამ დრო­ის შემ­დეგ, ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, მინ­და ყვე­ლას ვაც­ნო­ბო, რომ ეროვ­ნულ ნაკ­რებს ვტო­ვებ... ეს იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მტკივ­ნე­უ­ლია და სული ახ­ლაც მტკი­ვა, მაგ­რამ მეს­მის, რომ ეს შე­სა­ფე­რი­სი დროა.

გე­ფი­ცე­ბით, ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბო­დი და ყო­ველ­თვის ვიბ­რძო­დი. თუმ­ცა ეტა­პე­ბი იხუ­რე­ბა და ეს ძა­ლი­ან მტკი­ვა. მიყ­ვარ­და, მიყ­ვარს და მეყ­ვა­რე­ბა ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ყოფ­ნა. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ღე, აღარ დამ­რჩა არა­ფე­რი გა­სა­ცე­მი და გარ­და იმი­სა, რომ ახლა ძა­ლი­ან დიდი ფი­გუ­რე­ბი მო­დი­ან, რომ­ლე­ბიც იმ­სა­ხუ­რე­ბენ იქ ყოფ­ნას.

მად­ლო­ბა ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ამ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახლა მე ვიქ­ნე­ბი ერთ-ერთი თქვენ­გა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მამ­ხნე­ვებ­და. მად­ლო­ბა ჩემს ოჯახს ყო­ველ­თვის გვერ­დში დგო­მის­თვის, ამ ლა­მაზ, მაგ­რამ რთულ გზა­ზე თა­ნამ­გზავ­რო­ბის­თვის. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ მწვრთნელს, თა­ნა­გუნ­დელს და ლი­დერს, ვის­თა­ნაც მუ­შა­ო­ბის შან­სი მქონ­და. წა­ვი­ღებ მო­გო­ნე­ბებს და და­უ­ვი­წყარ წუ­თებს.

მივ­დი­ვარ სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დით და სი­ა­მა­ყით, რომ თქვენ შე­მიქ­მე­ნით, ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ჩემი ოც­ნე­ბის მო­მენ­ტე­ბი. სი­გი­ჟე იყო თქვენ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა. მიყ­ვარ­ხართ!

მად­ლო­ბა ღმერ­თს რომ არ­გენ­ტი­ნე­ლად მაქ­ციე.

ვა­მოს, არ­გენ­ტი­ნა!“ - წერს მესი.

ლე­გენ­დამ ასე­ვე და­ურ­თო შე­ნიშ­ვნა, სა­დაც გან­მარ­ტავ­და, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ეს სი­ტყვე­ბი 21 ივ­ლისს და­წე­რა, არ­გენ­ტი­ნის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ეს­პა­ნეთ­თან და­მარ­ცხე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ.

“ეს სი­ტყვე­ბი 21 ივ­ლისს და­ი­წე­რა, ფი­ნა­ლი­დან ორი დღის შემ­დეგ“, - და­წე­რა მან. “თუმ­ცა, დღეს, მას შემ­დეგ რაც მა­მა­ჩემს და­ე­მარ­თა, ამა­ში უფრო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვიდ­რე ოდეს­მე.“ ვრცლად