ამანათების გადაზიდვის ტარიფები იზრდება - რომელ მიმართულებებს შეეხო ეს ცვლილება?! - კვირის პალიტრა

ამანათების გადაზიდვის ტარიფები იზრდება - რომელ მიმართულებებს შეეხო ეს ცვლილება?!

მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების ზრდამ გადაზიდვის ხარჯებზეც აისახა და გარკვეულ მიმართულებებზე ამანათების ტარიფების ზრდა გამოიწვია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ Inex Group-ის გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე აცხადებს, გაზაფხულზე, საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ, ავიაკომპანიებმა გადაზიდვის ტარიფები გაზარდეს, რის გამოც გადამზიდებმაც გარკვეულ მიმართულებებზე ფასები დააკორექტირეს.

მისივე ინფორმაციით, ტარიფების ცვლილება ძირითადად საჰაერო გადაზიდვებს შეეხო და Inex Group-ს აშშ-ისა და ბრიტანეთის მიმართულებებზე ფასების გაზრდა მოუწია.

„ხარჯი, რა თქმა უნდა, გაიზარდა. გაზაფხულზე, როდესაც რადიკალურად მოიმატა საწვავის ფასმა მსოფლიო ბაზარზე, ფაქტობრივად, ყველა კომპანიამ ტარიფები დააკორექტირა. მოგვიწია ჩვენც გარკვეული მიმართულებების მხოლოდ რედაქტირება. ძირითადად ეს შეეხო საჰაერო გადაზიდვებს, ვინაიდან ავიაკომპანიებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს გადაზიდვის ტარიფები. ამიტომ ჩვენც იძულებული გავხდით, რომ საჰაერო მიმართულებით ჩამოსულ ამანათებზე, მაგრამ არა ყველა საჰაერო მიმართულებაზე, მხოლოდ ორ მიმართულებაზე მოგვიწია ფასის გაზრდა“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

განაგრძეთ კითხვა