"ისინი ჩამომახრჩობენ“- რა უთხრა ვლადიმერ პუტინმა ახლო გარემოცვას? - კვირის პალიტრა

"ისინი ჩამომახრჩობენ“- რა უთხრა ვლადიმერ პუტინმა ახლო გარემოცვას?

ვლა­დი­მერ პუ­ტინს უკ­რა­ი­ნას­თან ომის დას­რუ­ლე­ბა შე­საძ­ლოა სწო­რედ იმი­ტომ აში­ნებ­დეს, რომ რუ­სეთ­მა დონ­ბა­სის სრუ­ლად და­კა­ვე­ბა ვერ შეძ­ლოს. რო­გორც The Economist წერს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს სა­კუ­თარ გა­რე­მოც­ვა­ში უთ­ქვამს, რომ დონ­ბას­ზე კონ­ტრო­ლის გა­რე­შე ომის დას­რუ­ლე­ბას მის­თვის მძი­მე შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

"ისი­ნი ჩა­მო­მახ­რჩო­ბენ“, - The Economist-ის ცნო­ბით, პუ­ტინ­მა კრემ­ლის ახლო წრის წარ­მო­მად­გენ­ლებს სწო­რედ ასე გა­ნუ­ცხა­და და თქვა, რომ ეს მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დონ­ბას­ზე კონ­ტროლს ვერ მო­ი­პო­ვებს.

rtrmadp-ukraine-crisis-attack-zaporizhzhia-1462154255-rc2i7nakylr1-2026-08-28t074314zjpg-js110385766-40375-1788248048.webp

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ უფრო მე­ტად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი ომი მოს­კო­ვის­თვის მო­სა­ლოდ­ნელ­ზე გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია გრძელ­დე­ბა, რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა­ზე კი და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ებ­მა და ომის­თვის გა­წე­ულ­მა უზარ­მა­ზარ­მა ხარ­ჯებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ტყმებს აგ­რძე­ლებს. ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­მიზ­ნე გახ­და ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი, საწ­ვა­ვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მსხვი­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი. შე­დე­გად, რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში საწ­ვა­ვის დე­ფი­ცი­ტიც შე­იქ­მნა.

განაგრძეთ კითხვა