"ახ­ლობ­ლე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ" - სვა­ნეთ­ში და­კარ­გუ­ლი 20 წლის გოგო გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს - კვირის პალიტრა

"ახ­ლობ­ლე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ" - სვა­ნეთ­ში და­კარ­გუ­ლი 20 წლის გოგო გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს

სვა­ნეთ­ში და­კარ­გუ­ლი 20 წლის გოგო გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ცხე­და­რი ჭა­ლა­ა­დის მყინ­ვა­რის მიმ­დე­ბა­რედ არის ნა­პოვ­ნი.

ცნო­ბის­თვის, გო­გო­ნას ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი.

მა­ნამ­დე, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჭა­ლა­ა­დის მყინ­ვარ­თან იპო­ვეს.

20 წლის ხმე­ლე­ვა მა­რია ალექ­სან­დროვ­ნას ახ­ლობ­ლე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. მათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვაც კი გა­ავ­რცე­ლეს.

"გამ­ხდა­რია, სი­მაღ­ლე -170 სმ, აქვს მუქი, სწო­რი, მხრე­ბამ­დე სიგ­რძის თმა. აც­ვია მოკ­ლე ჯინ­სი და ყვი­თე­ლი კე­დე­ბი. მარ­ტო მოგ­ზა­უ­რობ­და. ბო­ლოს მეს­ტი­ი­დან და­უ­კავ­შირ­და ახ­ლობ­ლებს. სა­ბა­გი­რო­თიც ისარ­გებ­ლა, სა­ი­და­ნაც ვი­დე­ო­ებ­სა და ფო­ტო­ებს აგ­ზავ­ნი­და.

გო­გო­ნა გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლით - Mazda CX-5. მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი დღეს ჭა­ლა­ა­დის მყინ­ვარ­თან იპო­ვეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი-ეძებს ყვე­ლა.თუ გო­გო­ნას ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, ან გა­ი­გებთ რა­მეს - გთხოვთ, და­უ­კავ­შირ­დეთ 112-ს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინტერპრესნიუსი"