“გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ყველა გერმანულ საწარმოზე“ - რას აცხადებს დიმიტრი მედვედევი - კვირის პალიტრა

“გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ყველა გერმანულ საწარმოზე“ - რას აცხადებს დიმიტრი მედვედევი

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ყველა გერმანულ საწარმოზე, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, ბერლინმა რუსეთს ლაიფციგის აეროპორტზე განხორციელებულ დაუმტკიცებელ თავდასხმაში დასდო ბრალი.

„გერმანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ნეონაცისტური, მძაფრად რუსოფობიური კურსის გათვალისწინებით, შეთხზული დივერსია მათი ცოდვებისთვის სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმაა. ისინი იმსახურებენ პირდაპირ დარტყმას გერმანიაში სამხედრო ტექნიკის ყველა იმ საწარმოზე, რომლებიც „ბანდერისტული კლიკასთვის“ მუშაობენ და, სავსებით შესაძლებელია, ბერლინის სხვა ადგილებშიც“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, „ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ“ და მათ ქმედებებს საპასუხო ანგარიშსწორებით პასუხობენ.

განაგრძეთ კითხვა