“ ქურდული ოცნების“ მერი გვეუბნება, 38 ახალი ნაგავმზიდი ვიყიდეთო - კარგი, კახა, მაგრამ სად არის იმ ათეულობით მილიონი ევროს შედეგი...“ -
„ქურდული ოცნების“ მერი კახა კალაძე გვეუბნება, რომ 38 ახალი ნაგავმზიდი ვიყიდეთო. სინამდვილეში, წლების განმავლობაში თბილისის ნარჩენების მართვის მიმართულებით ათეულობით მილიონი ევროს სესხი და დაფინანსება იქნა მოზიდული - ფული „ქოცების“ ჯიბეში, ვალი თბილისელებს, შედეგი ნული, კალაძე კი ისევ იპრანჭება! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქალაქის მერის კახა კალაძის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა.
როგორც ლაშა ფარულავა თავის „ფეისბუქ“ პოსტში აღნიშნავს, 2018 წლიდან დღემდე ჯამში დაახლოებით 60 მილიონი ევროს მასშტაბის სესხები და დაფინანსებაა ნარჩენების მართვის მიმართულებით დახარჯული, თუმცა ნარჩენების მართვის მიმართულებით ქალაქში ცვლილებები არ არის.
„ამ წუთებში თბილისის „ქურდული ოცნების” მერი კახა კალაძე გვეუბნება, რომ 38 ახალი ნაგავმზიდი ვიყიდეთო. სინამდვილეში, წლების განმავლობაში თბილისის ნარჩენების მართვის მიმართულებით ათეულობით მილიონი ევროს სესხი და დაფინანსება იქნა მოზიდული.