საქართველო - მომავალი ეკონომიკური განვითარების მოლოდინით - მსოფლიოში - #1 ქვეყანა - კვირის პალიტრა

საქართველო - მომავალი ეკონომიკური განვითარების მოლოდინით - მსოფლიოში - #1 ქვეყანა

სტატიაში მოცემული მონაცემები ეყრდნობა "იმედისა და ბედნიერების გლობალური ბარომეტრის" ყოველწლიურ კვლევას. ეს ტრადიცია ინიცირებული და დაფუძნებულია 1977 წელს დოქტორ ჯორჯ გელაპის მიერ. ამჯერად ეს კვლევა  WIN-Gallup International -ის ასოცირებულმა წევრებმა მსოფლიოს 54 ქვეყანაში ჩაატარეს. "გორბი" 1992 წლიდან ღებულობს მონაწილეობას ამ პროექტში და, შესაბამისად, გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად დავაკვირდეთ საზოგადოების განწყობას. მოსახლეობის გამოკითხვა ტარდება ყოველი წლის ნოემბერ-დეკემბერში.

WIN-Gallup International-ის "იმედისა და ბედნიერების გლობალური ბარომეტრის" მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 35%-ი 2013 წლის ეკონომიკურ პერსპექტივას იმედის თვალით უცქერს, თუმცა 27%-ი თვლის, რომ 2012 წელთან შედარებით, მდგომარეობა გაუარესდება; გამოკითხულთა 30% კი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარება არ შეიცვლება;

ყველაზე იმედიანად განწყობილი ქვეყნების ტოპ ათეული

კითხვა: თქვენი აზრით, წლევანდელთან შედარებით მომავალი წელი როგორი იქნება: ეკონომიკური წინსვლის, ეკონომიკური სიძნელეების, თუ უცვლელი დარჩება?

ცხრილი 1: ეკონომიკისადმი იმედიანი დამოკიდებულება (სუფთა მაჩვენებელი)

საქართველო

63%

აზერბაიჯანი

56%

ბრაზილია

45%

მოზამბიკი

42%

ჩინეთი

32%

პერუ

31%

ინდოეთი

27%

საუდის არაბეთი

27%

ფილიპინები

25%

ეკვადორი

24%

ყველაზე პესიმისტურად განწყობილი ქვეყნების ტოპ ათეული

 

პორტუგალია

-85%

ლიბანი

-66%

ბელგია

-64%

ესპანეთი

-59%

ბოსნია

-53%

ირლანდია

-51%

გერმანია

-46%

პოლონეთი

-45%

გაერთიანებული სამეფო

-41%

სერბეთი

-41%

შენიშვნა: ეკონომიკისადმი იმედიანი განწყობის "სუფთა მაჩვენებლის" - გამოთვლა შემდეგნაირად ხდება: ოპტიმისტების (2013 წლის ეკონომიკური პერსპექტივებისადმი იმედიანად განწყობილები) რაოდენობას აკლდება პესიმისტების რიცხვი (ეკონომიკური სიძნელეების მომლოდინენი).

ქართული ეკონომიკა პრაქტიკულად უმნიშვნელო როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკის დინამიკაში, მაგრამ ვინაიდან ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში ვცხოვრობთ, ოპტიმისტური განწყობა მსოფლიოს ამა თუ იმ ნაწილში ყველასთვის არის იმედის გზავნილი.

პირველ გრაფიკზე კარგად ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა საქართველოს მოსახლეობის შეფასებები ქვეყანაში პოლიტიკური "მოთამაშეების" ცვლასთან ერთად. პირველ პიკს მან 2003 წლის ბოლოს მიაღწია, როცა პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის იმედი გაჩნდა. 2003 წლიდან კი მოსახლეობის პოლარიზაცია (ქონებრივი უთანაბრობის ზრდა; ყოველწლიურად იზრდება ღარიბების რიცხვი) პრაქტიკულად შეუქცევადი პორცესი გახდა.

ეკონომიკის გაჯანსაღების მეორე პიკი 2011 წლის ბოლოს აღინიშნა და 2012 წლის დეკემბერში კი აღმოჩნდა რომ ქართველები მსოფლიოში ყველაზე უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი მომავალ 2013 წელს ქვეყანაში პოზიტიური ეკონომიკური ცვლილებების თვალსაზრისით.

ბუნებრივია, მხოლოდ ოპტიმიზმი ვერ შეძლებს სიღარიბის დაძლევას, თუმცა იგი ყოველთვის სერიოზული დეტერმინანტია ბიზნესის სექტორის განვითარებისათვის და თუკი ხელშემშლელი ფაქტორები გამოირიცხება, ნოყიერი ნიადაგი შეიქმნება რეალური საშუალო კლასის ჩამოსაყალიბებლად..

სარეკორდო ოპტიმიზმის მიუხედავად, ყოფილ საბჭოთა სივრცეში საქართველო დღეს ის ქვეყანაა, რომელშიც მოსახლეობა საკუთარ ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ყველაზე უარესად აფასებს (შინამეურნეობის ეკონომიკური მდგომარეობის სუბიექტური შეფასება).

რამდენიმე თვის წინ მსოფლიოს 60 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ საქართველოს მოსახლეობა პლანეტაზე მე-6 ადგილზეა იმ რესპოდენტთა რაოდენობით, რომელთაც გასული 12 თვის განმავლობაში საკუთარი თავისა და ოჯახის ნორმალურად გამოკვების პრობლემა ჰქონდათ.

ცხრილი 3: კითხვა: ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში იყო თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენ და/ან თქვენს ოჯახს არ გქონდათ სამყოფი საკვები?

ხშირად

ზოგჯერ

არ ქონია შემთხვევა

საქართველო

23%

15%

62%

ნიგერია

23%

24%

54%

სამხრეთ აფრიკა

7%

39%

54%

კამერუნი

20%

31%

49%

პალესტინის ტერიტორიები

17%

34%

48%

სამხრეთ სუდანი

17%

63%

20%

დაბოლოს, გასული 9 წლის განმავლობაში, მიუხედავად რამდენიმე მიმართულებით თვალსაჩინო ცვლილებებისა, დღეს საქართველოში სიღარიბე კვლავ კატასტროფული სიმძიმისაა. თუმცაღა მოსახლეობის დიდი ოპტიმიზმი კარგი საფუძველია ეკონომიკური პრობლემების დაძლევის დასაწყისისთვის, ეს კი ის გზაა, რომელსაც, სამწუხაროდ, თოვლის ბაბუა ვერ დაგვიგებს.

მერაბ ფაჩულია

"გორბი".

საქართველო

63%

აზერბაიჯანი

56%

ბრაზილია

45%

მოზამბიკი

42%

ჩინეთი

32%

პერუ

31%

ინდოეთი

27%

საუდის არაბეთი

27%

ფილიპინები

25%

ეკვადორი

24%