(ვიდეო) ცნობილი შეფი, ლევან კობიაშვილი დაქორწინდა - ვრცელდება კადრები ქორწილიდან
ცნობილი შეფი ლევან კობიაშვილი მის რჩეულზე, ნინა ილურიძეზე დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი დაიწერა და ქორწილი გადაიხადა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები ქორწილიდან.
ლევან კობიაშვილი და ნინა ილურიძე წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. მათ საერთო ქალიშვილიც შეეძინათ.
ნინა ილურიძე დაოჯახებული გახლდათ და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.
რაც შეეხება ცნობილ შეფს, ის წლების განმავლობაში იყო ქორწინებაში და მისი მეუღლე კონდიტერი თიკო მიქაბერიძე გახლდათ. შეფს პირველი ქორწინებიდან 21 წლისა და 11 წლის ვაჟები ჰყავს.