საახალწლო მილოცვა - მათ, ვინც მშვიდობის სადარაჯოზე დგას - კვირის პალიტრა

საახალწლო მილოცვა - მათ, ვინც მშვიდობის სადარაჯოზე დგას

არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო, ნებისმიერ რელიგიურ თუ საერო დღესასწაულს პოსტსზე ხვდებიან. მათ შორის არიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ წერტილში, ავღანეთში მყოფი ქართველი ბიჭები, რომლებიც იქ სამშვიდობო მისიით იმყოფებიან... 21 წლის გოგა ყველაზე ცხელ წერტილში გატარებულ ყველაზე"ცხელ" ახალ წელზე გვიამბობს.

- სამხედრო სამსახურის დაწყების შემდეგ, პირველ ახალ წელს ავღანეთში შევხვდი. (ადგილობრივები ამ დღესასწაულს მარტში აღნიშნავენ). ზამთარში ამ დროს იქ ძალიან ცივა. განსაკუთრებით ღამე, როდესაც ტემპერატურა მინუს 10-15 გრადუსამდე ეცემა. თუ წვიმა ან თოვლი არ არის, დღის განმავლობაში საკმაოდ თბილა, ღამე კი სასტიკი სიცივეებია. თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება, ღამე თალიბების თავდასხმის საფრთხე ძალიან მცირეა, რადგან 10 საატის შემდეგ გარეთ გამოსვლას ისინიც ერიდებიან... პირველად, როდესაც ახალ წელს შევხვდი, ჩვეულებრივი, ისე როგორ წინა ღამის პატრულირების დროს, მაშინაც ფეხით დავდიოდით ბიჭები. დაახლოებით ოთხი საათი გვიწევდა პატრულირება და ერთადერთი ვნატრობდით, რამე საეჭვო არ შეგვინიშნა.

- რას ნიშნავს"საეჭვო?"

- არის პერიოდები, როდესაც თალიბები აქტიურდებიან. ამ დროს ან შუა აზიის მიმართულებით გაადგილდებიან, ან დანაღმვასა და მდინარეების მოწამვლას იწყებენ. ამ დროს ნაღმის გასაუვნებელყოფი მოწყობლიბით, ე.წ."მინაისკატელით" დავდივართ. ამ მოწყობილობის სხვადასხვა მოდელი არსებობს. ჩვენ ამერიკული შეიარაღება გვაქვს... ღამე, როდესაც როდესაც ახალი წელი შემოდიოდა, ჩვენ გადათეთრებულ ჰილმენდის პროვინციაში ობიექტებზე ვპატრულირებდით, მივხვდი, რომ სამხედრო კარიერის გაკეთების გადაწვყეტილება მივიღე და ავღანეთში წასვლას დავთანხმდი, ყველაფერზე კარგად არ მქონდა ნაფიქრი. იქაურების შესახებ ზოგადი წარმოდგენა მქონდა. როდესაც წახვალ, სხვა გზა არ გაქვს. როდესაც პატრულირებაზე გავდივართ, მთელი კონცენტრაცია სიფრთხილეზე გვაქვს გაკეთებული. მაშინ იმაზე ფიქრი, ახლა - ჩემები ალბათ გოჭსა და საცივს მიირთმევენო, არ შეიძლება და ამაზე ფიქრისთვის არ მეცალა. მთავარი იყო, ბაზაზე მშვიდობით დავბრუნებულიყავით. თან ახალწლამდე რამდენიმე თვით ადრე, ნაღმზე ავფეთქდი და ჭრილობაც მქონდა. ეს ნოემბერში მოხდა. ერთი ბიჭი დაიღუპა და რამდენიმემ მძიმე დაზიანება მივიღეთ. ზურგში მქონდა ნამსხვრევი და ერთი თვისა და ათი დღის განმავლობაში ვმკურნალობდი... მადლობა, უფალს გადავრჩი. ისე კი, იქ ყოფნისას სიცოცხლეს სხვანიარად უყურებ.

- ბაზაზე დაბრუნების შემდეგ შეგიძლიათ დღესასწაულის აღნიშვნა?

- კი, უალკოჰოლო სასმელი გვაქვს, უფრო მეტად, ლუდი. იშვიათად მცირე რაოდენობით, დაბალ ალკოჰოლიანი ღვინო ჩამოიტანიათ და ერთი-ორი ჭიქის დალვეა შეგვეძლო, ოღონდ ეს ჩვენი მირგეობის დასრულების შემდგომ... იმ დღეებში განსაკუთრებული კერძებით გაგვიმასპინლდნენ, ხაჭაპურიც კი იყო. საერთოდ, ქართველებს ძალიან დიდ პატივს გვცემენ. ძალიან მამაც, უშიშარ და გაბედულ მეომრებად მივიჩნევით, ამას ძალიან ბევრი ინსტრუქტორი აღნიშნავს, მაგრამ ყველა მათგანი დასძენს, რომ სიფრთხილე და წინდახუდულება გვაკლია. რამდნჯერმე დელიკატურად გვითხრეს, ზომაზე მეტად რისკიანები ხართ და კარგი იქნება, ერთმანეთის შეცდომებზე ისწავლითო... ხელმძღვანელობისგან ყურადღება და წახალისება კარგია, მაგრამ როდესაც ქართველი ბავშვების წერილები გადმოგვცეს, პირველი სტრიქონების წაკითხვისას ვიგრძენი როგორ მომაწვა ყელში ბურთი.

- რას გწერდენენ ქართველი ბავშვები?

- ყველანი გვეფერობდნენ და გვწერდნენ, როგორ ლოცულობდნენ ჩვენთვის"მე ვამაყობ თქვენით! ყოველ საღამოს, ძილის წინ, სანთელს ვანთებ,"მამაო ჩვენოს" ვკითხულობ და უფალს ვევედებრი, რომ თქვენ მშვიდობით დაბრუნდეთ საქართველოშიო!" - ეს 11 წლის ბავშვის წერილი იყო. თავისივე ნახატებით გაფორმებული, საქართველოს დროშა, ანთებული სანთელი და ყვავილები ეხატა. იმდენჯერ წავიკითხე, ზეპირად ვიცი. ბოლოში წერდა,"დიდი რომ ვიყო, მეც თქვენთან ერთად ვიქნებოდი, რათა საქართველოში მშვიდობა ყოფილიყოო..." არ მახსოვს ბოლო როდის ვიტირე. თან იქ გატარებული რამდენიმე თვე ფსიქოლოგიურად გცვლის და სიცოცხლესაც კი სხვანაირად უყურებ, მაგრამ მეომრისთვისაც არის რაღაც, რასაც ცრემლებამდე მიყავხარ. ქართველი ბავშვების წერილების კითხვისას მივხვდი, რომ ამეწვა თვალები ცრემლებისგან. ჯარისკაცისთვის ამაზე დიდი საჩუქარი არ არ არსებობს. ერთმანეთს თვალებს ვარიდებდით. მერე ის წერილი ერთ ბრიტანელს ვუთარგმნე, რომელიც ასევე სამშვიდობო მისიით იყო. ჩემგან განსხვავებით, მას ემოციების გამოხატვის არ მორიდებია. ზოგჯერ უარყოფითი ემოციისგან დაცლაც საჭიროა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისათვის)