დაურ ბუავას გაცილება უკანასკნელ გზაზე - ვიდეო - კვირის პალიტრა

დაურ ბუავას გაცილება უკანასკნელ გზაზე - ვიდეო

აფხა­ზი ბლო­გე­რი დაურ ბუ­ა­ვა სა­რი­ტუ­ა­ლო დარ­ბა­ზი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს. პა­ნაშ­ვიდ­ზე უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მო­ი­ყა­რა თავი. ახალ­გაზ­რდა უკა­ნას­კნელ გზა­ზე ტა­შით გა­ა­ცი­ლეს.

აფხა­ზი ბლო­გე­რი, დაურ ბუ­ა­ვა თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, გარ­დაც­ვლი­ლი 28 აგ­ვის­ტოს იპო­ვეს. ის სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღის გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან მე­ზობ­ლებ­მა სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და კორ­პუს­ში „გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცის მძაფ­რი სუ­ნის” გამო გა­მო­ი­ძა­ხეს.ბუ­ა­ვა მაშ­ვე­ლებს ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. 29 აგ­ვის­ტოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, დაურ ბუ­ა­ვას მე­გო­ბა­რი ქალი - ვა­ლე­რია კირ­ლი­უ­კი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 128-ე მუხ­ლით და­ა­კა­ვეს, რაც გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, მათ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­იხ­მა­რეს, რის შემ­დე­გაც ორი­ვე მათ­გა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ­მა ქალ­მა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე და სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბუ­ა­ვა მი­ა­ტო­ვა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის კარი გა­რე­დან ჩა­კე­ტა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­ვი­და. გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე - თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი­თაც.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დაურ ბუ­ა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით ორი პირი და­ა­კა­ვეს.