"მათ შეეფერებათ სახელი: „უსინდისობის პატიმრები“ - რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება, სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ, ამიტომ შეძახილი - „თავისუფლება პატიმრებს!“ საპირისპირო შინაარსს იძენს"
2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო - დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია! -სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე; აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამაში არც დამცირებაა, არც ნიშნის მოგება და არც ვინმეზე მორალური უპირატესობის დემონსტრირება, მაგრამ სრულიად სხვა რამ არის ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს მათ მიმართ ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავად „თავისუფლად სხედან ბრიუსელის თუ თბილისის კაფეებში და სხვებს კარნახობენ, რომ „ბოლომდე უნდა იჯდნენ“
პაპუაშვილის აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ „მსხვერპლი“ - ადამიანი ციხეში, რათა „თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ.“
„2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო.
დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია - დანაშაულის აღიარების საფუძველზე, ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. 72 პირი კვლავ პატიმრობაშია.
ეს მდგომარეობა ერთ მთავარ კითხვას აჩენს:
თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, როგორც ამას მათი სახელით მოლაპარაკე ადამიანები ამტკიცებენ, მაშინ რატომ არის 45 ადამიანი დღეს თავისუფალი?
პასუხი მარტივია: სახელმწიფოსთვის ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან პოლიტიკური მტრები. გააგრძელეთ კითხვა