ნასაკირალში, სრულად გაანადგურეს პენსიონერი მეზობლის მვლელობაში ბრალდებულის სახლ-კარი
28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში შემზარავი დანაშაული მოხდა. მეზობელმა პენსიონერი მეზობელი განსაკუთრებული სისისტიკთ მოკლა. როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა გოგიტა ელიაძემ 63 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძე, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მას 60 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, რის შემდეგ მკვლელი ბინიდან გაიქცა. მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, 28 აგვისტოს, გვიან ღამით, ბრალდებული გოგიტა ელიაძე გიორგაძეების ბინაში ფანჯრიდან შევიდა, მას სახლში გაყიდული თხილის თანხა ეგულებოდა. სავარაუდოდ, მამაკაცის ბინაში შესვლა საძინებელში მყოფმა ქალმა გაიგონა, მან იცნო დამნაშავე...
ჟურნალისტი ნატო გოგელია სოფელ ნასაკირალში გადაღებულ უახლეს კადრებს აქვეყნებს. მისი თქმით, ბრალდებული გოგიტა ელიაძის სახლი, გარდაცვლილის ახლობლებმა და მეზობლებმა სრულად გაანადგურეს.“ნასაკირალში, პენსიონერის წამებით მკვლელობაში ბრალდებული გოგიტა ელიაძის სახლი, გარდაცვლილის ახლობლებმა და მეზობლებმა სრულად გაანადგურეს.
წაიკითხეთ ასევე: "მოკლულს ხელში მკვლელის თმა ჰქონდა... ჩემმა ძმამ პირდაპირ თქვა მეზობელზე, - ამან მომიკლა ცოლიო" - ოზურგეთში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები
ელიაძეს, გუშინ, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულმა, პროცესზე, დუმილი დაარღვია და მხოლოდ ის თქვა, რომ დანაშაული, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ედავებიან, არ ჩაუდენია.
პროკურორების თქმით, ბრალდებულმა დანითა და სპეციალური ხელთათმანებით, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ფანჯრიდან შეაღწია გარდაცვლილის სახლში და მას რამდენიმე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.