“როდესაც გამოკითხვაზე მივიდნენ, თქვეს, მტკიცებულება არ გვაქვს, გაზეთებიდან წავიკითხეთო - ბიჭო, ასე, „უპრაგონოდ“ შეგიძლია დააბრალო ხელისუფლებას, რომ ადამიანი მოკლა?“ - ირაკლი ზარქუა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე - კვირის პალიტრა

“როდესაც გამოკითხვაზე მივიდნენ, თქვეს, მტკიცებულება არ გვაქვს, გაზეთებიდან წავიკითხეთო - ბიჭო, ასე, „უპრაგონოდ“ შეგიძლია დააბრალო ხელისუფლებას, რომ ადამიანი მოკლა?“ - ირაკლი ზარქუა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე

პროკურატურა დაინტერესდა და როდესაც გამოკითხვაზე მივიდნენ, თქვეს: “არ ვიცით, არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, გაზეთებიდან წავიკითხეთ” - ბიჭო, გაზეთებიდან წაიკითხე, არგუმენტი და მტკიცებულება არ გაქვს და ასე, "უპრაგონოდ" შეგიძლია დააბრალო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მთავრობას, რომ ადამიანი მოკლა? - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე რამდენიმე პირის გამოკითხვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „არ შეიძლება ამ რადიკალებს რამეში გაჰყვე და ირწმუნო, იმიტომ რომ ყველაფერი არის ტყუილი და სისულელე”.

„რამდენიმე დღეა ვისმენთ ამ სიგიჟეებს. როგორ შეიძლება უარგუმენტოდ, მტკიცებულებების გარეშე ხელისუფლებასა და მთავრობას რაღაც სიგიჟეები დააბრალო. ამის მომსწრენი ვართ რამდენიმე დღეა. ადამიანმა სიცოცხლე დაამთავრა თვითმკვლელობით - ეს დადასტურებულია, ოჯახის წევრები ყველა იქ იყო, ჩატარდა გასაუბრება, ექსპერტიზა. ამის შემდეგ ორი დღეა ეს უსამშობლოები ამტკიცებდნენ, რომ სხვა რეალობაა.

პროკურატურა დაინტერესდა და როდესაც გამოკითხვაზე მივიდნენ, თქვეს: “არ ვიცით, არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, გაზეთებიდან წავიკითხეთ” - ბიჭო, გაზეთებიდან წაიკითხე, არგუმენტი და მტკიცებულება არ გაქვს და ასე, "უპრაგონოდ" შეგიძლია დააბრალო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მთავრობას, რომ ადამიანი მოკლა?

ეს არის მათი მორიგი ლუსტრაცია. პირველი შემთხვევა ხომ არ არის? არ გახსოვთ, სანქციების არიდებაზე რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ტერიტორიიდან ხდება სანქციების დარღვევით რუსეთისთვის რაღაცის მიწოდება? ასე აბრალებდნენ ხელისუფლებასა და სახელმწიფოს, აშავებდნენ ჩვენს ქვეყანას. შემდეგ ჩამოვიდნენ კომისიები, მათ შორის ამერიკიდან, თქვეს, რომ არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდებაო და მერე მიჩუმდნენ. ზუსტად იგივე ილუსტრაცია მოხდა ახლაც. ამიტომ მათ არ დაეჯერებათ. საზოგადოებამ კარგად იცის, ვისთან აქვს საქმე. არ შეიძლება ამ რადიკალებს რამეში გაჰყვე და ირწმუნო, იმიტომ რომ ყველაფერი არის ტყუილი და სისულელე”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

განაგრძეთ კითხვა