სასწაულებრივად გადარჩენილები: ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს - კვირის პალიტრა

სასწაულებრივად გადარჩენილები: ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

ნე­პალ­ში, მდი­ნა­რე ტრი­შუ­ლი­ზე მდე­ბა­რე ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გვი­რა­ბი­დან, წყალ­დი­დო­ბი­დან 9 დღის შემ­დეგ, ორი ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი ამო­იყ­ვა­ნეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის, ბი­რაჯ ბჰაქ­ტა შრეშ­თას, ოფი­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ზემო ტრი­შუ­ლი 3A ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის გვი­რა­ბი­დან ორი მუშა - სან­ჯაი საჰი და კა­ბირ მა­ჰარ­ჯა­ნი - ამო­იყ­ვა­ნეს.ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წემ Reuters-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ერთ-ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხე­ლებ­სა და ფე­ხებს ვერ ამოძ­რა­ვებს, მე­ო­რეს კი კრი­ტი­კუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

მისი თქმით, ორი­ვე მათ­გა­ნი კატ­მან­დუს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და მაშ­ვე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 26 აგ­ვის­ტოს მდი­ნა­რე ტრი­შუ­ლის ზემო დი­ნე­ბა­ში მყინ­ვა­რის ჩა­მოშ­ლის შე­დე­გად, მდი­ნა­რის გას­წვრივ მდე­ბა­რე ექვს ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გვი­რა­ბებ­ში, სულ მცი­რე, 900 ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა ჩარ­ჩე­ნი­ლი.

განაგრძეთ კითხვა