"ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უცებ წამოყრანტალებული თემაა... გეგმაა, რომ რევოლუციურ სცენარში წვლილი შეიტანოს" - გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილზე - კვირის პალიტრა

"ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უცებ წამოყრანტალებული თემაა... გეგმაა, რომ რევოლუციურ სცენარში წვლილი შეიტანოს" - გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილზე

თავის გადასარჩენად ასეთი განცხადებები არ გამოდგება, ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება ძნელია - ციხეშია ადამიანი, რომელიც გუშინ იმ გუნდის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც წარმოვადგენ, მის ოჯახს და გარემოცვას ვიცნობ - ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უცებ წამოყრანტალებული თემაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მიმდინარე გამოკითხვებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გეგმაა, რომ ღარიბაშვილმა საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს ასეთი განცხადებით, რათა თუ შემდეგ რევოლუცია მოხდება და წარმატება ექნება, მის მიმართ რაღაც შეღავათი იყოს დაშვებული.

„ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ხელი ყველამ ირაკლი ღარიბაშვილისკენ გაიშვირა, რომ მან თქვა და ყველა მას აჰყვა. ეს ტრაგედია მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც პროპაგანდისტულ გეგმაში მოგროვდა. საუბარია სხვა თვითმკვლელობებზე, თურმე, ადვოკატი ხუთმა პოლიციელმა წიხლებით სცემა და მეორე დღეს ლოყა დაუზიანდა და ა.შ.

საქართველოს მიმართ დამოკიდებულებების შექმნა ხდება, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. ამ კონტექსტში, ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება მთლიან სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და იმ რევოლუციური პროცესის განსავითარებლად, რაზეც არაერთხელ ვისაუბრეთ და არაერთი ფაქტი ვიხილეთ.

თავის გადასარჩენად ასეთი განცხადებები არ გამოდგება. ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება ძნელია. ადამიანი ციხეშია, რომელიც გუშინ იმ გუნდის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც წარმოვადგენ. მის ოჯახს და გარემოცვას ვიცნობ. ურთიერთობებში საუკეთესო პერიოდები მახსოვს მასთან და მის არსებობასთან მთელ გუნდში. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უცებ წამოყრანტალებული თემაა. გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს ასეთი განცხადებით, რომ შემდეგ თუ რევოლუცია მოხდება და წარმატება ექნება, მის მიმართ რაღაც შეღავათი იყოს დაშვებული. ან მეორე უფრო პრიმიტიულია - შეიძლება, ფიქრობს, რომ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მეტი რესურსი ექნება ყურადღება მიაქციონ და იქნებ იმ ე.წ. პატიმართა სიაში ჩაეწეროს. სხვა ამას ახსნა არ აქვს. დარწმუნებული მინდა ვიყო იმაში და ვერც წარმომიდგენია სხვანაირად, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და შეიძლება, ვიღაცამ ისარგებლა და ცდილობს, რომ შეცდომაში შეიყვანოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა