ინგა გრიგოლია: ჯერ მე უნდა გავიარო სტერილიზაცია! - კვირის პალიტრა

ინგა გრიგოლია: ჯერ მე უნდა გავიარო სტერილიზაცია!

ამონარიდი ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიური ინტერვიუდან:

- რატომ დატოვეთ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რა იყო თქვენი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი?

- არასოდეს დამიმალავს და სხვებივით არ დამიწყია, დიდი ბოდიში და ტიპობა, რომ ეს ნაბიჯი ვინმეს სასარგებლოდ გადავდგი. იმ პერიოდში საზოგადოებაში ძალიან დიდი აგრესია იყო, ქუჩაში შეურაცხყოფასაც მაყენებდნენ. გლდანის ციხეში ვიყავი და იქაც საშინელი აგრესია დამხვდა... საზოგადოებას მიაჩნდა, რომ ინგა გრიგოლია იქ უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი იყო გაერთიანებული. ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა ამ აგრესიასთან გამკლავება, ვგრძნობდი, რომ უბრალოდ ვკვდებოდი. ციხის კადრების შემდეგ კი ეს აგრესია უფრო გამძაფრდა. მივხვდი, რომ არც ერთი თანამდებობა არ მიღირს პოლიტიკაში ყოფნის ფასად. სხვებისგან განსხვავებით კი ერთი პოლიტიკური გუნდიდან მეორეში არ გადავმხტარვარ. ვზივარ სახლში, მაქვს პაუზა. სხვათა შორის, როდესაც კანდიდატურა მოვხსენი, ვიცოდი, რომ ხვალ-ზეგ არ დავჯდებოდი ეთერში. ჯერ თვითონ უნდა გავიარო სტერილიზაცია. ალბათ, ახალი წლის შემდეგ დავბრუნდები, თუმცა არ ვიცი, როგორ და რომელ არხზე.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ ”კვირის პალიტრის” ორშაბათის ნომერში.