"შეიძლება იმ მომენტში ფოტოგრაფის კადრი გავაფუჭე..." - რა მოხდა წითელ ხალიჩაზე, ჯორჯინა როდრიგესის და თამო ვაშალომიძის ერთდროულად გამოჩენისას - კვირის პალიტრა

"შეიძლება იმ მომენტში ფოტოგრაფის კადრი გავაფუჭე..." - რა მოხდა წითელ ხალიჩაზე, ჯორჯინა როდრიგესის და თამო ვაშალომიძის ერთდროულად გამოჩენისას

ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი ვე­ნე­ცი­ის 83-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოჩ­ნდა და, რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტი­ლით მი­ი­პყრო. კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დოს მე­უღ­ლე 4 სექ­ტემ­ბერს ფილ­მის „Mr. Nelson, Did You Kill People?“ პრე­მი­ე­რას და­ეს­წრო და წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ლუ­ქით წარ­დგა.

screenshot-2026-09-05-140716-1788603132.png

თუმ­ცა ამ­ჯე­რად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მისი ცნო­ბი­ლი ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი არ ყო­ფი­ლა - ჯორ­ჯი­ნამ ის სახ­ლში და­ტო­ვა და მის ნაც­ვლად Chopard-ის ბრი­ლი­ან­ტის სამ­კა­უ­ლე­ბი მო­ირ­გო.

screenshot-2026-09-05-140736-1788603107.png

ჯორ­ჯი­ნამ მუქი ლურ­ჯი, დახ­ვე­წი­ლი კოს­ტი­უ­მი აირ­ჩია - ღრმა დე­კოლ­ტით, მორ­გე­ბუ­ლი პი­ჯა­კი­თა და შე­სა­ბა­მი­სი ქვე­და­კა­ბით. ლუქი მან შავი, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით და­ას­რუ­ლა. მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი სა­მო­სის ფონ­ზე კი სამ­კა­უ­ლე­ბი კი­დევ უფრო თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­და. გააგრძელეთ კითხვა