ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა - რა დეტალებია ცნობილი გორში მომხდარ საზარელ ავარიაზე? - კვირის პალიტრა

ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა - რა დეტალებია ცნობილი გორში მომხდარ საზარელ ავარიაზე?

გორ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას სკო­ლის მოს­წავ­ლე ემსხვერ­პლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი გოგა აფ­ცი­ა­უ­რი ავ­რცე­ლებს.

მისი თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ჭეს­თან ნას­ვა­მი მძღო­ლი იჯდა.

“კი­დევ ერთი მსხვერ­პლი­ა­ნი ავა­რია გორ­ში.

რო­გორც ჩანს გორ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია, როცა მთვრალ­მა მძღოლ­მა დედა-შვი­ლი და­ხო­ცა, ბევ­რის­თვის ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. წუ­ხელ ახალ­და­ბის გზა­ზე მან­ქა­ნა სკო­ლის მოს­წავ­ლეს და­ე­ჯა­ხა. მძღო­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ მთვრა­ლი იყო. მოს­წავ­ლე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვამ­ბობ სკო­ლას და მოს­წავ­ლის ვი­ნა­ო­ბას. მშობ­ლე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში ჰყავს და შე­საძ­ლოა ჯერ არ იცოდ­ნენ.

ნე­ბის­მი­ე­რი მთვრა­ლი მძღო­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლია,“ - წერს გოგა აფ­ცი­ა­უ­რი.