ნოდარ ხადური - ხეტიალის მოყვარული ფინანსთა მინისტრი - კვირის პალიტრა

ნოდარ ხადური - ხეტიალის მოყვარული ფინანსთა მინისტრი

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომრიდან:

”ამას მოჰყვა ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ სამსახურში წასასვლელი არ ვიყავი, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. მიხაროდა ერთადერთი დღე, შაბათი, როდესაც უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მივდიოდი. ის პერიოდი უმუშევარი გახლდით...”

სანამ მინისტრის მოადგილე გავხდებოდი და ცოლს მოვიყვანდი, მანამდე კიდევ ვახერხებდი იმას, რაც ძალიან მიყვარს და განტვირთვის საშუალებაა - ქუჩაში ხეტიალს. ეკონომიკის სამინისტრო ალექსანდრეს ბაღთან არის. იქიდან რომ გამოვიდოდი ხოლმე, სამარშრუტო ტაქსები ან ავტობუსი ჩამოივლიდნენ და ნაძალადევში, ჩემს საცხოვრებელ სახლამდე მივდიოდი, თუმცა მაინც ფეხით სიარული მანიჭებდა დიდ სიამოვნებას, რუსთაველზე მივსეირნობდი ხოლმე. მთელ რუსთაველს ჩავივლიდი და მერე მეტროთი ვბრუნდებოდი შინ. ამ დროს ფიქრობ, ხალხს ათვალიერებ, ძალიან საინტერესო რაღაცები შეიძლება შენიშნო ადამიანების გამოხედვისას. ბევრი ადამიანი შეგხვდება, ბევრი ნაცნობი... სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, ფეხით რუსთაველზე ბოლოს როდის ვისეირნე...”

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.