რომელ გუნდს აქვს 2026/27 წლების ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი
ტრადიციულად, ყოველ წელს, ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე, სუპერკომპიუტერი გუნდების შანსებს ანაწილებს. წლევანდელი შედეგები ასეთია:
"პსჟ" - 9/2 (18,2%)
მიუნხენის "ბაიერნი" - 11/2 (15,4%)
"ბარსელონა" - 11/2 (15,4%)
"არსენალი" - 11/2 (15,4%)
"პსჟ"-მ გასულ სეზონში ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ისტორიაში მეორედ აღმართა თასი. გუნდში საზაფხულო ტრანსფერების შემდეგ არის ცვლილებები, მაგალითად, ბრედლი ბარკოლამ დატოვა გუნდი 145 მილიონად და გადაბარგდა ინგლისში, კერძოდ, "ლივერპულში", მისი ტრანსფერი კი ხვიჩას მაღალი დონის თამაშმა განაპირობა, რადგან ხვიჩას ხელში ბრედლი ბარკოლა სათადარიგო სკამის ყველაზე ნაცნობი სახე იყო. ფრანგულ გრანდს ძალიან სურს ზედიზედ მესამედაც გაიმარჯვოს და მადრიდის "რეალის" რეკორდი გაიმეოროს, თუმცა მას ევროპის მასშტაბით ძლიერი კონკურენტები ჰყავს.
"პსჟ"-ს ოპონენტები ლიგის ფაზაზე:
9 სექტემბერი - ბრატისლავას "სლოვანი" - შინ.
14 ოქტომბერი - "მანჩესტერ სიტი" - გასვლაზე.
20 ოქტომბერი - "ბარსელონა" - შინ.
3 ნოემბერი - "ვილიარეალი" - გასვლაზე.
25 ნოემბერი - "რომა" - შინ.
8 დეკემბერი - "ასტონ ვილა" - გასვლაზე.
20 იანვარი - "კომო 1907" - გასვლაზე.
27 იანვარი - "გალათასარაი" - შინ.
ყველაზე რთული მატჩები: "მანჩესტერ სიტი" (გასვლა), "ბარსელონა" (შინ) და "ასტონ ვილა" (გასვლა).
მიუნხენის "ბაიერნში" ჰარი კეინი, მაიკლ ოლისე და ლუის დიასი უძღვებოდნენ ძლიერ შეტევით ხაზს, რომელსაც მწვრთნელი ვინსენტ კომპანი ხელმძღვანელობს.
გუნდი გასული წლის მძიმე ნახევარფინალური მარცხის შემდეგ დაბრუნებასა და 2020 წლის შემდეგ პირველი ევროპული ტიტულის მოპოვებას ისახავს მიზნად. გუნდში განსაკუთრებული ტრანსფერები არ მომხდარა, მაგრამ დაბრუნდა ჯამალ მუსიალა, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების საჩვენებლად აუცილებლად სჭირდება ფორმის აღდგენა. მიუხედავად მადრიდის "რეალის" დიდი ინტერესისა მაიკლ ოლისეს მიმართ, ფრანგი კვლავ გერმანელებისთვის ითამაშებს ამ სეზონში და ეცდება თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მიიღოს.
"ბაიერნის" ოპონენტები ლიგის ფაზაზე
საშინაო მატჩები ("ალიანს არენა"):
"არსენალი",
"რეალ ბეტისი",
"ბოდო გლიმტი",
"სლავია" (პრაღა).
გასვლითი მატჩები:
მადრიდის "ატლეტიკო",
"მანჩესტერ იუნაიტედი",
"ლილი",
"ვიკინგ სტავანგერი".
"ბარსელონამ" სეზონი მშვენივრად დაიწყო, მოიგო სამივე მატჩი და 15 გოლის გატანაც მოახერხა. ხულიან ალვარესის "ატლეტიკოში" დარჩენის შემდეგ "ბარსამ" 9 ნომრად რაფინია დააყენა. "ბარსამ" დაიმატა გამოცდილი, მაგრამ ფორმიდან ამოვარდნილი გაბრიელ ჟეზუსი. მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მის ტრანსფორმაციას შეეცდება, რათა სათადარიგო სკამიდან შემოიყვანოს ხოლმე და არ გადატვირთოს რაფინია. გუნდს შეუერთდნენ ანტონი გორდონი, კარიმ ადეიემი, ჟოაუ კანსელუ და მსოფლიო ჩემპიონი როდრი, რომელსაც პარალელურად მოლაპარაკება ჰქონდა მადრიდის "რეალთან". საბოლოოდ როდრიმ ესპანეთის ჩემპიონზე გააკეთა არჩევანი.
ჰანსი ფლიკის გუნდი ახალი ლიგის ეტაპის ფორმატში 8 მატჩს ჩაატარებს:
9 სექტემბერი, 2026 - "ფეიენოორდი" - შინ, "კამპ ნოუზე".
13 ოქტომბერი, 2026 - "გალათასარაი" - გასვლაზე.
20 ოქტომბერი, 2026 - "პსჟ" - გასვლაზე.
3 ნოემბერი, 2026 - "ასტონ ვილა" - სახლში, "კამპ ნოუზე".
25 ნოემბერი, 2026 - "საბაჰი" (აზერბაიჯანი) - გასვლაზე.
8 დეკემბერი, 2026 - "მანჩესტერ სიტი" - შინ, "კამპ ნოუზე".
20 იანვარი, 2027 - "სპორტინგი" - გასვლაზე.
27 იანვარი, 2027 - "კომო" - შინ, "კამპ ნოუზე".
ყველაზე რთული მატჩები: "პსჟ"-სთან გასვლაზე და "მანჩესტერ სიტისთან" შინ. ასევე "გალათასარაისთან" გასვლითი მატჩი შეიძლება რთული იყოს.
წინა წელს პენალტების სერიაში მწარე მარცხის შემდეგ "არსენალი" კვლავ ეცდება ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებას. "არსენალს" ნამდვილად არ გაუმართლა წილისყრაში. მათ კალენდარში არიან მადრიდის "რეალი", "ბაიერნი", დორტმუნდის "ბორუსია" და "ნაპოლი", რაც საკმაოდ კარგ წარმოდგენას შეგვიქმნის, თუ რამდენად სერიოზული პრეტენდენტები ჰყავთ "მეთოფეებს".
ჩემპიონთა ლიგა "მეთოფეებს" არასდროს მოუგიათ, თუმცა ბოლო გათამაშებაში ფინალამდე მივიდნენ. ამასთანავე, მათ საბოლოოდ დაასრულეს პრემიერლიგის 22-წლიანი ტიტულის ლოდინი, ამიტომ გუნდი თავდაჯერებული იქნება.
"არსენალის" მეტოქეები:
"არსენალი" ლიგის ეტაპზე
მადრიდის "რეალი" - შინ.
მიუნხენის "ბაიერნი" - გასვლაზე.
დორტმუნდის "ბორუსია" - შინ.
"რეალ ბეტისი" - გასვლაზე.
"ლილი" - შინ.
"ნაპოლი" - გასვლაზე.
"საბაჰი" - შინ.
"სლავია" (პრაღა) - გასვლაზე.
ნიკოლოზ თევდორაშვილი