Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავმა მაიამის აეროპორტში კატასტროფა განიცადა, დაიღუპა 5 ადამიანი - კვირის პალიტრა

Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავმა მაიამის აეროპორტში კატასტროფა განიცადა, დაიღუპა 5 ადამიანი

Amazon Prime Air-ის სატვირთო თვითმფრინავი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავი ადგილზე მყოფ რამდენიმე ავტომობილსაც შეეჯახა.

ავიაკატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

Boeing 767-300 სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა პუერტო რიკოს ქალაქ სან ხუანში მდებარე, ლუის მუნიოს მარინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ადგილობრივი დროით 14:00 საათამდე განიცადა.

განაგრძეთ კითხვა