კაია კალასმა, ევროკავშირის ქვეყნების ზეწოლის გამო, თავდაცვის ახალი ჯგუფის შექმნა გააუქმა - რას წერს მედია - კვირის პალიტრა

კაია კალასმა, ევროკავშირის ქვეყნების ზეწოლის გამო, თავდაცვის ახალი ჯგუფის შექმნა გააუქმა - რას წერს მედია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა გაეუქმებინა ახალი მაღალი დონის ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები უნდა შესულიყვნენ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს შეიძლება კიდევ ერთი დარტყმა აღმოჩნდეს ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა Politico-ს განუცხადა, რომ გაუქმების მიზეზი ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა იყო.

„ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ მიიჩნია, რომ ეს ამ ეტაპზე სწორი გზა არ იყო. მინისტრებთან გარკვეული განხილვის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ინიციატივა არ გაგვეგრძელებინა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ახალ გზებს ვეძებთ“, - აღნიშნა წყარომ.

პრეზენტაცია ბრიუსელში, სოლვეის ბიბლიოთეკაში, დღეს უნდა გამართულიყო და მას ევროკავშირის ინსტიტუტების, ანალიტიკური ცენტრების, აკადემიური წრეებისა და ნატო-ს დაახლოებით 150 წარმომადგენელი უნდა დასწრებოდა.

განაგრძეთ კითხვა