“თუ ვინმე უნდა დაკითხოთ საქართველოში გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ ბიძინა ივანიშვილი“ - ანა წითლიძე
ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან პროკურატურას მოუწოდა, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დაკითხოს.
„ბარბარე რაფალიანცი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ზვიად ლაგვილავა, კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, რუსების დავალებით მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. შალვა თათუხაშვილი-კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, რუსების დავალებით მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ალექსანდრე დანელია, სერგო უბილავა, ივანე ივანიძე კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეები რუსების დავალებით მოკლა ბიძინა ივანიშვილმა. ეროსი კიწმარიშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ლექო ლაშქარავა მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ნიკო კვარაცხელია მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ლაზარე ჯორბენაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. გლდანის ციხის ყოფილი უფროსი დავით გოგიბერიშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. სუს-ის ანტიკორუფციულის უფროსი სიმონ წაქაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ნუგზარ ფუტკარაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში.