“როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე „ნაცი“ ვერ გადაეჩვევა ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას“ - არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებაზე - კვირის პალიტრა

“როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე „ნაცი“ ვერ გადაეჩვევა ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას“ - არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებაზე

როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე “ნაცი” ვერ გადაეჩვევა ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც თვითმკვლელობისა და მკვლელობის ცალკეულ გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ტრაგიკომედიაა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მიმართავს იმ პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომელიც “ქართული ოცნების” ძალისხმევით გაჯანსაღდა.

“კონკრეტულ შინაარსს არ ვიცნობ, მაგრამ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" გარდაცვლილ ადამიანებზე საუბრობს, ამ ტრაგედიებით სპეკულირებს და ამ ყველაფერს თავს არ ანებებს, “ნაცობა” არის ამ ადამიანების მენტალური მდგომარეობა. როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე “ნაცი” ვერ გადაეჩვევა ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას. საერთოდ, ტრაგიკომედიაა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მიმართავს იმ პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომელიც გაჯანსაღებულია ზუსტად ჩვენი გუნდის ძალისხმევით.

განაგრძეთ კითხვა