უკრაინის ხელისუფლება ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილს, ლიანა პატარკაციშვილს, ბიზნესის 34%-იან წილს ედავება - კვირის პალიტრა

უკრაინის ხელისუფლება ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილს, ლიანა პატარკაციშვილს, ბიზნესის 34%-იან წილს ედავება

ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე თე­ატ­რის პრო­დი­უ­სე­რი ლი­ა­ნა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი და მისი მი­ლი­არ­დე­რი ოჯა­ხი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მწვა­ვე და­ვა­ში არი­ან. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, ჩა­მო­არ­თვას წყლის კომ­პა­ნია, რო­მელ­საც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი რუს ოლი­გარ­ქთან ერ­თად ფლობს.

დავა ეხე­ბა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის 34%-იან წილს კომ­პა­ნი­ა­ში IDS Ukraine, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ბოთ­ლებ­ში ჩა­მოს­ხმუ­ლი წყლის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლია. ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რია ლი­ა­ნა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ მსა­ხი­ობ ტობი ჯონ­სი­სა და მირა სი­ა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ინ­ტე­რაქ­ტი­ულ თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნა­ზე იმუ­შა­ვა.

IDS Ukraine-ის წი­ლებ­სა და ქო­ნე­ბა­ზე უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2022 წელს შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა, რად­გან კომ­პა­ნი­ის 49%-იან წილს რუსი ინ­ვეს­ტო­რე­ბი ფლო­ბენ. მათ შო­რი­საა მი­ხა­ილ ფრიდ­მა­ნი, რუ­სუ­ლი Alfa Group-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ფრიდ­მა­ნი და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხარ­და­ჭე­რის გამო.

უკ­რა­ი­ნის აქ­ტი­ვე­ბის მო­ძი­ე­ბი­სა და მარ­თვის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს (Arma) და­ე­ვა­ლა კომ­პა­ნი­ის­თვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მმარ­თვე­ლის მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც მის მარ­თვას გა­და­ი­ბა­რებს.სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ია­როს­ლა­ვა მაქ­სი­მენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნი­ის მარ­თვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­რის­თვის გა­და­ცე­მის პრო­ცეს­ში მათ არა­ერ­თხელ შე­ექ­მნათ სა­მარ­თლებ­რი­ვი და ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იყო - მათ არ სურ­დათ სა­კუ­თარ აქ­ტი­ვებ­ზე კონ­ტრო­ლის დათ­მო­ბა.

განაგრძეთ კითხვა