როგორ ამცირებს ხარისხიანი ლითონის ტროსი სამშენებლო ტექნიკის ხარჯებს? - კვირის პალიტრა

როგორ ამცირებს ხარისხიანი ლითონის ტროსი სამშენებლო ტექნიკის ხარჯებს?

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას ტვირთამწე მექანიზმები უდიდესი ფიზიკური დატვირთვის ქვეშაა. ერთ-ერთ დეტალი, რომელიც გამუდმებით დატვირთვის ქვეშაა კოშკურა ამწეებისა და სამშენებლო ლიფტების მუშაობის პროცესში სამშენებლო ტროსია.

ტროსი კაბინის, მასიური სამშენებლო მასალებისა და პერსონალის სრული წონის უსაფრთხოდ დაჭერაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, უნდა გაუძლოს მუდმივ მექანიკურ დაჭიმულობას და ტემპერატურულ ცვალებადობას. ხარისხის სტანდარტების დაცვით დამზადებული ბაგირი ტექნიკის გამართულ მუშაობაში ცენტრალურ როლს თამაშობს. ლითონის ტროსი სწორედ ის დეტალია, რომელთან არასწორმა მიდგომამ შესაძლოა ერთი-ორჯერ გაზარდოს სამშენებლო მოედანზე უბედური შემთხვევის საფრთხე.

სამწუხაროდ, პროექტის ბიუჯეტის შედგენისას კომპანიების არჩევანს ხშირად საწყისი შესყიდვის ფასი განაპირობებს. დაბალი ღირებულების ალტერნატივები ერთი შეხედვით მომგებიანი ჩანს, თუმცა ექსპლუატაციის პროცესი რეალურ სურათს ხშირად დიამეტრალურად ცვლის. ამიტომ საჭიროა შესყიდვის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა არა ცალკეულ ინვოისს, არამედ სასიცოცხლო ციკლის რეალურ ღირებულებას უნდა მიაქციონ ყურადღება.

ინტენსიური მუშაობისას უხარისხო მასალა სწრაფად ცვდება, რაც მკვეთრად ზრდის დეტალის შეცვლის საჭიროების სიხშირეს. ტექნიკის მოულოდნელი გაჩერება, ე.წ. downtime, სამუშაო პროცესს აფერხებს და პროექტის ვადების დარღვევის ალბათობასაც ზრდის, რაც შესაძლოა მსხვილ ფინანსურ ზარალშიც გადაიზარდოს, თუ ტექნიკის მსგავსი სიხშირით გაჩერება პროექტში თავიდანვე გათვალისწინებული არაა. შესაბამისად, ერთი შეხედვით იაფი დეტალი წლიურ ჭრილში ბევრად უფრო ძვირი ჯდება.

ამ მიმართულებით თავის დაზღვევის საუკეთესო გზა ლითონის ბაგირში წინსწრებით ინვესტიციის ჩადებაა - ისეთი მწარმოებლის არჩევა, რომელიც გამჭვირვალედ იძლევა შესაძლო ცვეთაზე და ჩანაცვლების სიხშირეზე ინფორმაციას.

დღეს მიღებულია, რომ მაღალი გამძლეობის ტროსები სპეციალური S/Z lay ტიპის დაწვნით მზადდება. ასეთი სტრუქტურა ამცირებს შიდა ხახუნს, უკეთ ანაწილებს დატვირთვას და მექანიზმის ექსპლუატაციის ვადებს საგრძნობლად ზრდის. უმჯობესია, თუ ტროსი სპეციალური გალვანიზებული საფარითაა დაფარული - ეს ლითონის ძაფებს კლიმატური ცვლილებებისა და კოროზიისგან საკმაოდ ეფექტურად იცავს. სწორედ ამ სტანდარტების დაცვით აწარმოებს ლითონის ტროსებს საკუთარი სამშენებლო ტექნიკისთვის კომპანია BQ, რათა დეტალის - როგორც ორიგინალი, ისე სათადარიგო - მუშაობის რესურსი გაახანგრძლივოს.

ბიქიუ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მასშტაბურ პროექტს ამარაგებს სამშენებლო ტექნიკით - როგორც კერძო დეველოპერებს, ისე სამთავრობო ტენდერებს. ქარხანა მრავალფეროვან ტექნიკას აწარმოებს, მათ შორის კოშკურა ამწეებს, ბეტონის გამანაწილებლებს, სამშენებლო ლიფტებსა და საფასადე პლატფორმებს. ბრენდმა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა 2021 წელს გახსნა. დღეს ქართველი დეველოპერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია ბიქიუს სრული კატალოგი და ინფრასტრუქტურა, მათ შორის სათადარიგო ნაწილების ვრცელი საწყობი. სამშენებლო ლითონის ბაგირების ლოკალური მარაგი მნიშვნელოვნად აჩქარებს დეტალების ჩანაცვლების პროცესსაც - აღარაა საჭირო დეტალის უცხოეთიდან გამოწერა და ჩამოტანა-განბაჟების ლოდინი, როცა ინჟინერი ამჩნევს რომ ტროსი გაცვდა და უმჯობესია ჩანაცვლდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ BQ-ს მძიმე ტექნიკის ქირაობის ან შეძენის შემთხვევაში დეველოპერი იღებს ოფიციალურ ქარხნულ გარანტიას. ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის გაჩენისას უშუალოდ მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას ხარვეზების აღმოფხვრასა და ორიგინალი სათადარიგო ელემენტების მოწოდებაზე.

გასათვალისწინებელია, რომ მექანიზმების უწყვეტი მუშაობისთვის მხოლოდ ცალკეული ნაწილების ხარისხი არაა გადამწყვეტი. სწორი ტექნიკური მომსახურებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბიქიუს საინჟინრო გუნდი მოწყობილობებს ყოველთვიურად ამოწმებს (ინდუსტრიაში მიღებული სტანდარტი 6 თვეა). მიდგომა ხარვეზების საწყის ეტაპზევე პოვნასა და უმოკლეს პერიოდში აღმოფხვრას ემსახურება. ინჟინრები ყოველთვე დეტალურად ამოწმებენ სტრუქტურულ მთლიანობას, რათა მოწყვლადი დეტალები მაქსიმალურად დროულად შეიცვალოს - ასე ტექნიკა მინიმალური დროით ჩერდება და სამშენებლო პროცესიც აღარ ყოვნდება. ამას ემატება 24/7-ზე ხელმისაწვდომი ცხელი ხაზი და გადაუდებელი ტექნიკური დახმარების სერვისი. მძიმე ტექნიკის ოპერატიული დიაგნოსტიკა და მუდმივი კონტროლი პროექტის დათქმულ დროში, ზედმეტი დანახარჯების გარეშე დასრულების ყველაზე მყარი საფუძველია.

R