"ქართველი კაცი რომ ბატალიონს შექმნი და იმის მხარეს დაიწყებ ბრძოლას, ვისაც შენი სამშობლოს 20% აქვს ოკუპირებული, ჩემთვის ის ადამიანი არის გარეწარი" - თენგიზ შარმანაშვილი ოთარ ფარცხალაძეზე - კვირის პალიტრა

"ქართველი კაცი რომ ბატალიონს შექმნი და იმის მხარეს დაიწყებ ბრძოლას, ვისაც შენი სამშობლოს 20% აქვს ოკუპირებული, ჩემთვის ის ადამიანი არის გარეწარი" - თენგიზ შარმანაშვილი ოთარ ფარცხალაძეზე

ქართველი კაცი რომ ბატალიონს შექმნი და იმის მხარეს დაიწყებ შეიარაღებულ ბრძოლას, ვისაც შენი სამშობლოს 20% აქვს ოკუპირებული, ჩემთვის ის ადამიანი არის გარეწარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცნობებს, რომ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად, მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა.

მისივე თქმით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე არის დამნაშავე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

„სახელმწიფო ორგანოებს მასზე გამოცხადებული აქვს ძებნა. თუ ჩვენ მას დავაკავებთ, ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება საპატიმრო დაწესებულებაში. ის კაცი ჩემს თვალში არის დამნაშავე, რომელსაც ვეძებთ.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობა დატოვე, შენი სამშობლო მაინც ხომ არის საქართველო. ქართველი კაცი რომ ბატალიონს შექმნი და იმის მხარეს დაიწყებ შეიარაღებულ ბრძოლას, ვისაც შენი სამშობლოს 20% აქვს ოკუპირებული, ჩემთვის ის ადამიანი არის გარეწარი“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა