“წლების წინ დავკარგე ჩემი და და ჩემი სამი თვის შვილი, გოგო... წლები დამჭირდა, რომ გამეთავისებინა, ამ რეალობასთან მეცხოვრა...“ - მსახიობი ქეთი ხუციშვილი ბავშვობაზე და სამსახიობო გამოცდილებებზე - კვირის პალიტრა

“წლების წინ დავკარგე ჩემი და და ჩემი სამი თვის შვილი, გოგო... წლები დამჭირდა, რომ გამეთავისებინა, ამ რეალობასთან მეცხოვრა...“ - მსახიობი ქეთი ხუციშვილი ბავშვობაზე და სამსახიობო გამოცდილებებზე

მსახიობმა ქეთი ხუციშვილმა პოდკასტში "ჩემი ტოლი" ისაუბრა ბავშვობაზე, სამსახიობო გამოცდილებაზე, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში, იმაზე, თუ ახლაც როგორი სიამოვნებით უყურებს "ჩცდ"-ს სერიებს და ასევე, ცხოვრებისეულ გარდატეხებსა და ტკივილებზე:

- ცუდი გარდატეხებიც ყოფილა და კარგიც, ჩემს ცხოვრებაში...

ცუდი ის იყო, რომ ბევრი წლის უკან დავკარგე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები, ჩემსი ოჯახის წევრები — ჩემი და და ჩემი სამი თვის შვილი, გოგო... ეს იმდენად ემოციური იყო, რომ წლები დამჭირდა, გამეთავისებინა და შევგუებოდი, რომ ამ რეალობასთან უნდა მეცხოვრა... გადავლახე, თუ ამას გადალახვა ჰქვია, მაინც მომყვება ეს სტრესი და ეს ყველაფერი ცუდი, აისახა ჩემს ფსიქიკაზე. დღემდე ვმკურნალობ...და, ნუ, გარდატეხა მოხდა, რაღაც-რაღაცებს სხვანაირად შევხედე...

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო