ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება: რამდენ წელს გაატარებს ციხეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი?! - კვირის პალიტრა

ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება: რამდენ წელს გაატარებს ციხეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი?!

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი, ასევე მსჯავრდებული ვასილ მხეიძე, საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, სასჯელის ნაწილს ციხეში მოიხდიან. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასევე დაეკისრებათ ჯარიმა.

კერძოდ, სასამართლოში წარდგენილი საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნება დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს დღეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა ორივე მათგანთან საპროცესო შეთანხმებას „გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით“ აფორმებს. რაც შეეხება ახალ ბრალს, ის გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა