რას უკავშირდება შავ ზღვაში დაფიქსირებული გიგანტური ქარბორბალა? - ნინო ჩხობაძის მოსაზრება - კვირის პალიტრა

რას უკავშირდება შავ ზღვაში დაფიქსირებული გიგანტური ქარბორბალა? - ნინო ჩხობაძის მოსაზრება

გუ­შინ, დამ­სვე­ნებ­ლებ­მა და ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა შავ ზღვა­ში დღეს გი­გან­ტუ­რი ქარ­ბორ­ბა­ლა და­ა­ფიქ­სი­რეს. ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შეკ­ვე­თი­ლი­დან, ურე­კი­დან და ქო­ბუ­ლე­თი­დან გა­ავ­რცე­ლეს. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მას უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნა უწო­დეს.

რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­ე­ბი - დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე, ნინო ჩხო­ბა­ძე ამ­ბობს, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ქარ­ბორ­ბა­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­რეც ყო­ფი­ლა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თულ ლექ­სი­კონ­ში სი­ტყვა ქარ­ბორ­ბა­ლა არ იარ­სე­ბებ­და. მისი პროგ­ნო­ზი­რე­ბა კი არ ხდე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­ბორ­ბა­ლა ად­რეც ყო­ფი­ლა, რად­გან ქარ­თულ ენა­ში არის სი­ტყვა ქარ­ბორ­ბა­ლა ე. ი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო. მე-20 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს არ მახ­სენ­დე­ბა, რომ ქარ­ბორ­ბა­ლა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით, 6 წლის წინ შავ ზღვა­ზე და­ფიქ­სირ­და ქარ­ბორ­ბა­ლე­ბი. გუ­შინ, საკ­მა­ოდ დიდი იყო. ამ მოვ­ლე­ნას უჩ­ვე­უ­ლოს ვერ ვუ­წო­დებთ, რად­გან შარ­შან­წინ იყო კა­ხეთ­ში, ალა­ვერ­დის ტა­ძარ­ზე. მა­ნამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე ჯა­ვა­ხეთ­ში.

ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ატ­მოს­ფე­რულ წნე­ვებ­თან. ქარ­ბორ­ბა­ლე­ბი მა­შინ ხშირ­დე­ბა, როცა არას­ტა­ბი­ლუ­რია მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ამას ვუ­კავ­ში­რებთ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან იმ უჩ­ვე­უ­ლო ატ­მოს­ფე­რულ მოვ­ლე­ნებ­თან, რაც ხდე­ბა დღეს დე­და­მი­წა­ზე.

განაგრძეთ კითხვა