რუსებმა უკრაინული ტელეკომპანია დაბომბეს - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

რუსებმა უკრაინული ტელეკომპანია დაბომბეს - არიან დაშავებულები

რუსებმა უკრაინული ტელეკომპანიის შენობას დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსული ძალების მიერ გაშვებული დრონი ტელეკომპანიის „ჩვენ - უკრაინა“ შენობას იმ დროს მოხვდა, როდესაც ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში იყვნენ.

„შენობა ნაწილობრივ განადგურებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. ამ დროისთვის ხუთი დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. სამწუხაროდ, შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.

მისი თქმით, „მედიაზე „შაჰედებით“ თავდასხმა რუსეთის დეგრადაციის ახალ ფურცელს აღნიშნავს“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა