“ქოცობა“ თიხა რომ იყოს, მისგან ღარიბაშვილი გამოიძერწებოდა, შეიძლება, კიდევ დაბრუნდეს” - რას აცხადებს ცოტნე კობერიძე? - კვირის პალიტრა

“ქოცობა“ თიხა რომ იყოს, მისგან ღარიბაშვილი გამოიძერწებოდა, შეიძლება, კიდევ დაბრუნდეს” - რას აცხადებს ცოტნე კობერიძე?

თიხა რომ იყოს „ქოცობა“ და მისგან ადამიანის გამოძერწვა მოგინდეს, ღარიბაშვილი გამოიძერწება, იმდენად არქეტიპულად „ქართული ოცნებაა“, სახე-ხატია , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე განაცხადა.

ცოტნე კობერიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება „ქართული ოცნებისთვის“ დარტყმაა, რადგან ახლა არ ვიცით „რა არის "ქოცობის" სწორი ფორმულა, რა არის დაწინაურების ფორმულა“

„როცა ხარ „ქოცი“ და იკითხო, რა არის კარგი "ქოცობის" ფორმულა? მომაწოდეთ და ისე მოვიქცევი. აღმოაჩენ, რომ ის, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებდა - ძალიან გიყვარდეს ბიძინა, ძალიან აქებდე ბიძინას, ძალიან ლოიალურობას ამჟღავნებდე - ეს არქეტიპიც არ არის საკმარისი, რომ არ დაისაჯო. მდინარაძე ამბობდა, რომ მე არ ვარ კორუმპირებული, კორუმპირებულებს დასდევ, აღმოაჩენ, რომ ესეც დაინგრა. ამ პროპაგანდის მაყურებელს საჯაროდ რა უნდა უთხრა, ძალიან გაჭირდება. ახლა არ ვიცით, რა არის ქოცობის სწორი ფორმულა, რა არის დაწინაურების ფორმულა.

თიხა რომ იყოს „ქოცობა“ და მისგან ადამიანის გამოძერწვა მოგინდეს, ღარიბაშვილი გამოიძერწება, იმდენად არქეტიპულად „ქართული ოცნებაა“ - სახე-ხატია. ყველაზე დიდხანს იყო ის პრემიერ-მინისტრი. ამდენი ხნით სხვა არ ყოფილა,ერთხელ გაშვებული და კიდევ მოსულია, შეიძლება კიდევ დაბრუნდეს, კაცმა არ იცის. რთულია ხალხს დააჯერო, რომ ღარიბაშვილი საფრანგეთის აგენტია იმიტომ, რომ საფრანგეთის აგენტით ჩაანაცვლე დასავლეთის აგენტი გახარია? გახარიაზე გაბრაზდნენ, რომ „დიფსტეითის“ აგენტია და საფრანგეთის აგენტი რატომ? საფრანგეთის აგენტი იყო კაცი, რომელმაც ომი აგვარიდა? თუ დავიჯერებთ, რასაც ამბობენ, ღარიბაშვილი გმირი უნდა იყოს, ციხეში კი არ უნდა იყოს, მისი ძეგლები უნდა იდგებოდეს. სასწაული გაქანების პოლიტიკოსი ყოფილა, მან მოახერხა, რომ თან დასავლეთის აგენტი ყოფილიყო და თან დასავლეთიდან წამოსული ომის ბრძანება არ მიიღო, ქვეყანა მყარად შეინარჩუნა, სუვერენიტეტი დაიცვა და ახლა ეს კაცი ციხეშია?“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

"ინტერპრესნიუსი"