“ვიცოდი, რომ ეს ამბავი იგეგმებოდა...“ - ახალი მოწმე გურიკა დადიანიძის საქმეში: რა უთხრა მან ადვოკატს
კვლავ აქტუალურია 12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის გაუჩინარების საქმე. პერიოდულად სოციალურ ქსელში სიახლეებს აზიარებენ მისი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე და "ინფლუენსერი" ელენე რუხაძე, რომელიც დაკარგული ბიჭის დედის ინტერვიუს შემდეგ ამ თემას მის ყველა პლატფორმაზე აქტიურ დროს უთმობს.
ამჯერად ელენე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ის და ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ერთ-ერთ მოწმეს ესაუბრებიან."ეს მოწმე იმ ღამეს მლეთაში იმყოფებოდა სხვა მოწმეებთან ერთად. გვითხრა, რომ მლეთაზე ასვლა იყო რამდენიმე კვირით დაგეგმილი, რაც გამორიცხავს ანი გელაშვილის ნათქვამს, რომ ეს ყველაფერი სპონტანურად ნახევარი საათით ადრე. ეს არის სიცრუე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ მოწმეს გურიკა საერთოდ არ უნახავს და მისი დაკარგვის შესახებ გაიგო გამთენიისას. რამდენჯერმე ავედი მოსაძებნადო, და შემდეგ კვირებშიც ვიყავი სამძებრო სამუშაოებში ჩართულიო. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, საერთოდ ვინმე არსებობს ვისაც ლომისაზე გურიკა ნანახი ჰყავს? საერთოდ გურიკა იყო თუ არა იმ დღეს გურიკა ლომისაზე ასული? კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ, ყველამ ვიცით, რომ გურიკას მამიდა მუშაობდა კლინიკაში, ის ახლა წამოსულა კლინიკიდან. რა იყო მიზეზი საინტერესოა" - ამბობს ვიდეოში ელენე რუხაძე.