საქართველო საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების 20-ეულშია და რეიტინგში ყველა თავის მეზობელს უსწრებს - კვირის პალიტრა

საქართველო საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების 20-ეულშია და რეიტინგში ყველა თავის მეზობელს უსწრებს

საქართველო საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების 20-ეულშია - ამაზე მიუთითებს საკონსულტაციო და კვლევითი პლატფორმა Rumavi-ს უახლესი ანგარიში. რეიტინგში ჯამში სულ 192 ქვეყანა მოხვდა, საიდანაც საუკეთესო ქვეყნის ტიტული ესტონეთს ერგო, ბოლო ადგილზე კი ავღანეთი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ქვეყნის რეიტინგი ეფუძნება კომპოზიტურ ქულას, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებაში 24 მაჩვენებელს აერთიანებს: ფინანსები და გადასახადები, ცხოვრების ხარისხი და ჯანდაცვა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, ასევე დამკვიდრება და შესაძლებლობები.

შედეგებმა რამდენიმე მოულოდნელი ლიდერი გამოავლინა - მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნებიდან ზოგიერთი მოწინავე პოზიციებს მიღმა აღმოჩნდა.

Rumavi-ს მიხედვით, 2026 წელს საცხოვრებლად საუკეთესო 5 ქვეყანა ასე გამოიყურება:

ესტონეთი - 72.8 ქულა;

სინგაპური - 72.6 ქულა;

მალაიზია - 72 ქულა;

პორტუგალია - 71.6 ქულა;

ტაივანი - 71.4 ქულა;

2026 წელს საცხოვრებლად ყველაზე ცუდი 5 ქვეყანა:

ავღანეთი - 39.5 ქულაიემენი - 41.4 ქულა;

სამხრეთ სუდანი - 42.3 ქულა;

ნიგერია - 42.4 ქულა;

ჩადი - 42.8 ქულა;

რაც შეეხება საქართველო, ის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში მე-14 ადგილზეა და ყველა მის მეზობელ ქვეყანას ბევრად უსწრებს.

განაგრძე კითხვა