"ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი აღიარებით იხდის სასჯელს და თუ ამ დანაშაულს თავად აღიარებს, მაშინ კითხვა ისმის: რეალურად ვინ ვის ჩაარტყა ზურგში დანა?" - ნინო წილოსანი
ეს ადამიანი [ირაკლი ღარიბაშვილი] საკუთარი აღიარებით იხდის სასჯელს და თუ ამ დანაშაულს თავად აღიარებს, მაშინ კითხვა ისმის: რეალურად ვინ ვის ჩაარტყა ზურგში დანა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს.
წილოსანის თქმით, ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო გუნდისთვის.
„ეს ადამიანი საკუთარი აღიარებით იხდის სასჯელს. თუ ამ დანაშაულს თავად აღიარებს, მაშინ კითხვა ისმის: რეალურად ვინ ვის ჩაარტყა ზურგში დანა. ამიტომ, ჩემი კითხვა რიტორიკულია და ალბათ, ყველაზე კარგად ამ ბრალდების გამჟღერებელი გაგვცემს პასუხს. მან აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
"ინტერპრესნიუსი"