"კატეგორიულად მიუღებელია" - ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში “მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბებაზე - კვირის პალიტრა

"კატეგორიულად მიუღებელია" - ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში “მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბებაზე

“სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ემიჯ­ნე­ბა ღირს გაბ­რი­ელ აღმსა­რებ­ლი­სა და სა­ლო­სის სა­ხე­ლის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა­თა გა­მარ­თლე­ბი­სა თუ მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქტს,“ - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

კერ­ძოდ, ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში “მამა გაბ­რი­ელ ურ­გე­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფის“ ჩა­მო­ყა­ლიბ­და.ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის თქმით, შეშ­ფო­თე­ბა­სა და წუ­ხილს იწ­ვევს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ღირ­სი მა­მის სა­ხე­ლის ასე მი­უ­ღებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გარ­კვე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი უჭე­რენ მხარს.

“უპირ­ვე­ლე­სად აღ­ვნიშ­ნავთ, რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში ორი­ვე მხრი­დან იღუ­პე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, რა­საც დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ვა­დევ­ნებთ თვალს. ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ და შევ­თხოვთ წმინ­და­ნებს, მათი მე­ო­ხე­ბით უფალ­მა მშვი­დო­ბა მი­მად­ლოს უკ­რა­ი­ნას, რუ­სეთ­სა და მთელ მსოფ­ლი­ოს. ასეთ დროს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან ყო­ველ­გვა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის ან მისი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­გო­ნა­რი ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქით.

ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფი­სათ­ვის ღირ­სი მა­მის, არ­ქი­მან­დრიტ გაბ­რი­ე­ლის, აღმსა­რებ­ლი­სა და სა­ლო­სის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, წმინ­და მა­მის ღვაწ­ლი და ცხოვ­რე­ბა ხომ სრუ­ლად მი­ძღვნი­ლი იყო უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა, იესო ქრის­ტეს რწმე­ნი­სად­მი, ადა­მი­ან­თა შო­რის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის ქა­და­გე­ბი­სად­მი.

შეშ­ფო­თე­ბა­სა და წუ­ხილს იწ­ვევს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ღირ­სი მა­მის სა­ხე­ლის ასე მი­უ­ღებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გარ­კვე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი უჭე­რენ მხარს.

ჩანს, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რე­ბი ცუ­დად იც­ნო­ბენ წმინ­და გაბ­რი­ე­ლის ცხოვ­რე­ბას. ამ ფონ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა აღიქ­მე­ბა, რო­გორც მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი სპე­კუ­ლა­ცია ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით.

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ემიჯ­ნე­ბა ღირს გაბ­რი­ელ აღმსა­რებ­ლი­სა და სა­ლო­სის სა­ხე­ლის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა­თა გა­მარ­თლე­ბი­სა თუ მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქტს”, - აცხა­დებს ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც “სა­პატ­რი­არ­ქოს უწყე­ბა­ნი“ ავ­რცე­ლებს.