საბაგირო გაწყდა და საქართველოს მოქალაქე დაიღუპა - რა არის ცნობილი აზერბაიჯაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ?
8 სექტემბერს, აზერბაიჯანში, საბაგიროზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა. გარდაცვლილი ახალგაზრდა უჯალ ბაირამოვია. იგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მკვიდრი იყო, რის თაობაზეც ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს.
რას წერს მომხდარზე აზერბაიჯანული მედია?
ტრაგედია შექის რაიონში, სოფელ ბაშ ქუნგიუთის მიმდებარედ, დასასვენებელ ცენტრ "შექი იაილასის" ტერიტორიაზე დატრიალდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ზიპლაინიდან გადმოვარდნის შედეგად ორი ვიზიტორის დაღუპვის ფაქტზე.
როგორც Report-ი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, გამოძიება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314.3 მუხლით (გულგრილობა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის გარდაცვალება) მიმდინარეობს.
"გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - ესენი 27 წლის უჯალ ბაირამოვი და 31 წლის ჯოშგუნ მამედზადე არიან, რომლებმაც Zipline-ის ატრაქციონით ისარგებლეს. ლითონის კონსტრუქციის დეფორმაციის გამო, რომელზეც საბაგირო სისტემა იყო მიმაგრებული, ძირითადი მექანიზმი ტროსიდან გადავიდა. დაზიანდა დამატებითი დამცავი (უსაფრთხოების) აღჭურვილობაც. გააგრძელეთ კითხვა