“ნუ ჰბაძავთ არაბულ სტილს! ჩვენთან ფარანჯას არასდროს ატარებდნენ“ - რა განაცხადა რამზან კადიროვმა? - კვირის პალიტრა

“ნუ ჰბაძავთ არაბულ სტილს! ჩვენთან ფარანჯას არასდროს ატარებდნენ“ - რა განაცხადა რამზან კადიროვმა?

ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნელ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან გა­მარ­თულ თათ­ბირ­ზე ად­გი­ლობ­რივ მა­მა­კა­ცებს მო­უ­წო­და, გრძე­ლი წვე­რე­ბი­სა და და­მოკ­ლე­ბუ­ლი შარ­ვლე­ბის ტა­რე­ბა მო­დურ ტენ­დენ­ცი­ად არ აქ­ცი­ონ.

“ჩვენ­თან და­დი­ან მა­მა­კა­ცე­ბი ძა­ლი­ან გრძე­ლი წვე­რით. ამას­თან, ისი­ნი არ ეს­წრე­ბი­ან პა­რას­კე­ვის კო­ლექ­ტი­ურ ლოც­ვას, არ და­დი­ან მე­ჩე­თებ­ში, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სე­ირ­ნო­ბენ პროს­პექ­ტებ­ზე და უქ­მად არი­ან. მათ გრძე­ლი წვე­რი და აკე­ცი­ლი შარ­ვლე­ბი გა­ურ­კვე­ველ მო­დად აქ­ცი­ეს, მო­ზარ­დი თა­ო­ბა კი მათ ჰბა­ძავს. მივ­მარ­თავ მათ: შე­ი­ჭე­რით წვე­რე­ბი და ატა­რეთ ის რე­ლი­გი­ის შე­სა­ბა­მი­სად“, - გა­ნა­ცხა­და კა­დი­როვ­მა.

გარ­და ამი­სა, რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ქა­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზეც და აღ­ნიშ­ნა, რომ ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა და­ი­წყო სა­ხის სრუ­ლად და­ფარ­ვა (ფა­რან­ჯის ტა­რე­ბა), რაც რეს­პუბ­ლი­კის­თვის არა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სტი­ლია. გააგრძელეთ კითხვა