"ქართველი მამაკაცი კრიმინალური სამყაროს გავლენიანი ფიგურა იყო... ის 39 სხვადასხვა პასპორტს იყენებდა" - რას წერს პოლონური მედია?
“პოლონელმა მესაზღვრეებმა ვარშავის “შოპენის სახელობის აეროპორტში“ დააკავეს ქართველი, რომელიც “კანონიერ ქურდად“ მოიაზრება,“ - ამის შესახებ პოლონური გამოცემა წერს. ფაქტი 1 სექტემბერს მოხდა. როგორც სააგენტო იუწყება, დაკავებული 39 სხვადასხვა ქვეყნის პასპორტით სარგებლობდა.
მას პოლონეთისა და შენგენის ზონაში შესვლა 10 წლით აეკრძალა, რის შემდეგაც მისი დეპორტაცია თბილისში განხორციელდა.
პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ვარშავის აეროპორტში საბერძნეთიდან ჩაფრინდა, სადაც მესაზღვრეებმა შეამოწმეს. ოპერატიული ცნობების მიხედვით, მამაკაცი კრიმინალური სამყაროს გავლენიანი ფიგურა იყო.
“შემოწმებისას დადგინდა, რომ იგი პოლონეთში უკანონოდ იმყოფებოდა და შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის. გააგრძელეთ კითხვა