"სასამართლოს დარბაზში ღიმილით შემოსული ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი ნათესავებს ჰაეროვან კოცნებს უგზავნიან" - ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესიდან
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე, რომელიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესს ესწრება, სასამართლო დარბაზიდან პოსტს აქვეყნებს და წერს:
"ბაბლის საყურადღებოდ: ვარ ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესზე.ველოდებით მოსამართლეს. სასამართლოს დარბაზში ღიმილით შემოსული ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი ახლა კარის მინაში ნათესავებს ჰაეროვან კოცნებს უგზავნიან და ღიმილით უქნევენ ხელს.
არ ინერვიულოთ, მართლა ფსიქოლოგიური პრანჭვები კი არ აქვთ, ეს უბრალოდ მანიპულატორი ლეკიშვილის ცირკები იყო. ჰო, გარედანაც შიგნით ხმამაღალი სიცილი შემოდის და ანამარია იმნაძეც ბედნიერი, ყელმოღერებული შემოვიდა დერეფანში. არ ინერვიულოთ ბაბლო, ბედნიერად არიან" - წერს კუპატაძე.