საპენსიო ფონდის ინფორმაციით, აგვისტოში, საპენსიო ფონდის ორი პორტფელის, დაბალანსებულისა და დინამიკურის, შექმნიდან სამი წელი გავიდა - კვირის პალიტრა

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, აგვისტოში, საპენსიო ფონდის ორი პორტფელის, დაბალანსებულისა და დინამიკურის, შექმნიდან სამი წელი გავიდა

აგ­ვის­ტო­ში სა­პენ­სიო ფონ­დის ორი პორ­ტფე­ლის, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი­სა და დი­ნა­მი­კუ­რის, შექ­მნი­დან სამი წელი გა­ვი­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პენ­სიო ფონ­დი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში ორი­ვე პორ­ტფელ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მა­ღა­ლი მომ­გე­ბი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა, რაც, დიდ­წი­ლად, მათ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ე­ბის მა­ღალ წილს უკავ­შირ­დე­ბა. 2023 წლის აგ­ვის­ტო­დან 2026 წლის აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით, სა­პენ­სიო ფონ­დის პორ­ტფე­ლე­ბის მომ­გე­ბი­ა­ნო­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რია:

დი­ნა­მი­კუ­რი პორ­ტფე­ლი - ნო­მი­ნა­ლურ­მა კუ­მუ­ლა­ტი­ურ­მა ამო­ნა­გებ­მა 50.9% შე­ად­გი­ნა, ხოლო ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ინფლა­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ამო­ნა­გე­ბი 34.2% იყო (გაწ­ლი­უ­რე­ბუ­ლი ნო­მი­ნა­ლუ­რი: 14.3%, ხოლო რე­ა­ლუ­რი 10.0%);

და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პორ­ტფე­ლი - ნო­მი­ნა­ლურ­მა კუ­მუ­ლა­ტი­ურ­მა ამო­ნა­გებ­მა 46.2% შე­ად­გი­ნა, ხოლო ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ინფლა­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ამო­ნა­გე­ბი 30.0% იყო (გაწ­ლი­უ­რე­ბუ­ლი ნო­მი­ნა­ლუ­რი: 13.2%, ხოლო რე­ა­ლუ­რი 8.9%);

კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პორ­ტფე­ლი - ნო­მი­ნა­ლურ­მა კუ­მუ­ლა­ტი­ურ­მა ამო­ნა­გებ­მა 41.4% შე­ად­გი­ნა, ხოლო ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ინფლა­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ამო­ნა­გე­ბი 25.7% იყო (გაწ­ლი­უ­რე­ბუ­ლი ნო­მი­ნა­ლუ­რი: 11.9%, ხოლო რე­ა­ლუ­რი 7.7%); აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პორ­ტფე­ლის მომ­გე­ბი­ა­ნო­ბამ 2019 წლის 1-ლი იან­ვა­რი­დან 113.8% შე­ად­გი­ნა, ხოლო ინფლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რე­ა­ლურ­მა ამო­ნა­გებ­მა 40.5%-ს მი­აღ­წია. გაწ­ლი­უ­რე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, 10.4% და 4.5%-ია.

2026 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­პენ­სიო ფონ­დის პორ­ტფე­ლე­ბის შე­დე­გებს ხელი შე­უ­წყო სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ე­ბის ბაზ­რე­ბის აღ­დგე­ნამ და ად­გი­ლობ­რი­ვი ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის პო­ზი­ტი­ურ­მა წვლილ­მა. ივ­ლი­სის კო­რექ­ცი­ის შემ­დეგ, ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბის მდგრა­დო­ბის მი­მართ ნდო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ე­ბის ბაზ­რე­ბი გა­ზარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რი შე­დე­გე­ბი კი აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ონ­სა და სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში და­ფიქ­სირ­და. ამავდრო­უ­ლად, ლა­რის აშშ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 0.54%-იან­მა გამ­ყა­რე­ბამ ნა­წი­ლობ­რივ შე­ამ­ცი­რა უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი.

შე­დე­გად, აგ­ვის­ტო­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი დი­ნა­მი­კურ­მა პორ­ტფელ­მა აჩ­ვე­ნა და 1.96%-ით გა­ი­ზარ­და, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ებ­ში მის უფრო მა­ღალ წილს უკავ­შირ­დე­ბა. და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პორ­ტფე­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, 1.57%-ით და 1.18%-ით გა­ი­ზარ­და. კონ­სერ­ვა­ტი­ულ პორ­ტფელ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რე­ბის აღ­დგე­ნა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად აი­სა­ხა, პორ­ტფელ­ში აქ­ცი­ე­ბის და­ბა­ლი წი­ლის შე­დე­გად.

აგ­ვის­ტო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 0.40%-იანი თვი­უ­რი ინფლა­ცი­ის ფონ­ზე, სა­მი­ვე პორ­ტფელ­მა და­დე­ბი­თი რე­ა­ლუ­რი თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი და­ა­ფიქ­სი­რა. დი­ნა­მი­კუ­რი პორ­ტფე­ლის რე­ა­ლურ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 1.55% შე­ად­გი­ნა, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლის და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლის კი 1.16% და 0.77%, შე­სა­ბა­მი­სად. სა­მი­ვე პორ­ტფე­ლი წლის და­სა­წყი­სი­და­ნაც მა­ღალ მომ­გე­ბი­ა­ნო­ბას ინარ­ჩუ­ნებს, სა­დაც კვლავ დი­ნა­მი­კუ­რი პორ­ტფე­ლი ლი­დე­რობს:

დი­ნა­მი­კუ­რი – 9.55% (რე­ა­ლუ­რი მომ­გე­ბი­ა­ნო­ბა ინფლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით: 5.06%)

და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი – 8.87% (რე­ა­ლუ­რი: 4.40%)

კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი – 8.06% (რე­ა­ლუ­რი: 3.62%) აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­პენ­სიო ფონ­დის აქ­ტი­ვე­ბი 10.0 მი­ლი­არდ ლარს მი­უ­ახ­ლოვ­და, ხოლო ჯა­მურ­მა სარ­გე­ბელ­მა 2.9 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ფონ­დის აქ­ტი­ვე­ბის, სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის დე­ტა­ლუ­რი მი­მო­ხილ­ვის­თვის, გთხოვთ ეწ­ვი­ოთ ჩვენს ინ­ტე­რაქ­ტი­ულ ან­გა­რი­შებს