"ვე­ლო­დე­ბი ჩემს სა­კან­ში. თუ უნდა, მე­გობ­რე­ბიც წა­მო­ი­ყო­ლოს, ბევრ დროს არ წა­ვარ­თმევ!“ - ელენე ხოშტარია იაგო ხვი­ჩი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თა - კვირის პალიტრა

"ვე­ლო­დე­ბი ჩემს სა­კან­ში. თუ უნდა, მე­გობ­რე­ბიც წა­მო­ი­ყო­ლოს, ბევრ დროს არ წა­ვარ­თმევ!“ - ელენე ხოშტარია იაგო ხვი­ჩი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ეხ­მა­უ­რე­ბა

პარ­ტია “დრო­ას“ ლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია “თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხის პარ­ტი­ის“ (ყო­ფი­ლი “გირ­ჩის“) ლი­დე­რის იაგო ხვი­ჩი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ხოშ­ტა­რია სა­პა­ტიმ­რო­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში წერს, “იაგო ხვი­ჩი­ას სა­კან­ში ელო­დე­ბა და თუ უნდა, მე­გობ­რე­ბიც წა­მო­ი­ყო­ლოს“.

“გა­ვი­გე, იაგო ხვი­ჩია პო­ლი­ტი­კო­სებს ხვდე­ბა, ყვე­ლას­თან მინ­და, რომ და­ვამ­ყა­რო ურ­თი­ერ­თო­ბაო, ეს არის ჩემი ნი­ჭიო. ჰოდა, ვე­ლო­დე­ბი ჩემს სა­კან­ში. თუ უნდა, მე­გობ­რე­ბიც წა­მო­ი­ყო­ლოს, ბევრ დროს არ წა­ვარ­თმევ!“,- წერს ელე­ნე ხოშ­ტა­რია წე­რილ­ში.

ცნო­ბის­თვის, “თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხის პარ­ტი­ის (ყო­ფი­ლი “გირ­ჩის“) ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ “ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ 2025 წლის დე­კემ­ბერ­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შეხ­ვდა. “მისი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი“.