უკრაინაში მებრძოლი დანაყოფის ქართველი მეთაური ოთარ ფარცხალაძეს მიმართავს (ვიდეო) - კვირის პალიტრა

უკრაინაში მებრძოლი დანაყოფის ქართველი მეთაური ოთარ ფარცხალაძეს მიმართავს (ვიდეო)

“ოთარ, წა­მო­დი და ბევ­რი შენ­ნა­ი­რი წა­მო­იყ­ვა­ნე, ჩვენ აქ დაგ­ხვდე­ბით!“ - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი და­ნა­ყო­ფის, “სა­რან­გის“ ქარ­თვე­ლი მე­თა­უ­რი მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რი ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის და­ნა­ყო­ფის “გე­ორ­გი­ევ­სკის“ შექ­მნას აა­ნონ­სებს.

“სა­ქარ­თვე­ლოს ახ­სოვს ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძე და სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე, მაგ­რამ მათ სა­პირ­წო­ნედ გვყავ­და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე... რით გვე­მუქ­რე­ბი? ისე­დაც ვიცი, რომ რუ­სულ­მა სა­სა­მარ­თლომ 18 წელი მო­მი­სა­ჯა ხერ­სო­ნის ოლ­ქში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის, 18 წელი დო­ნეც­კის ოლ­ქის­თვის, 25 წელი კურსკის ოლ­ქის­თვის. მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით, სად ვართ და სად არის სი­კე­თე, სად არის ბო­რო­ტე­ბა.

დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, გა­უ­მარ­ჯოს უკ­რა­ი­ნას!“ - აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნი მი­მარ­თვა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ოთარ რო­მა­ნოვ-ფარ­ცხა­ლა­ძემ რუ­სეთ­ში მო­ხა­ლი­სე­თა ქვე­და­ნა­ყო­ფი "გე­ორ­გი­ევ­სკი“ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. რო­მა­ნოვ-ფარ­ცხა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­და­ნა­ყო­ფის სა­ხელ­წო­დე­ბა გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტატს უკავ­შირ­დე­ბა, "რო­მელ­მაც უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­ა­ში“.

მის ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში ფარ­ცხა­ლა­ძე რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ცე­მა TASS-თან აღ­ნიშ­ნავს, რომ “ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მებ­რძო­ლე­ბი სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან.

"მათ მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცალ­სა­ხაა. ისი­ნი სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად აგე­ბენ პა­სუხს თა­ვი­ანთ ქმე­დე­ბებ­ზე და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კა­ნო­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­სა­მარ­თლდე­ბი­ან“, - ასე უპა­სუ­ხა ოთარ რო­მა­ნოვ-ფარ­ცხა­ლა­ძემ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მი­მართ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვა­ზე.