"ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ" - რას წერს ლოტკინზე მოკლული დავით ნარიმანიძის დედა - კვირის პალიტრა

"ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ" - რას წერს ლოტკინზე მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

"ჩემი ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და, მაგ­რამ ყვე­ლას და­გას­რუ­ლებთ", - ამის შე­სა­ხებ მოკ­ლუ­ლი 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის დედა ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი პე­და­გო­გია, ის გლ­დან­ში, "ბრი­ტა­ნულ აკა­დე­მი­ა­ში" პე­და­გო­გად მუ­შა­ობს.

სამ­ძიმ­რის წე­რილს ავ­რცე­ლებს "ბრი­ტა­ნულ აკა­დე­მი­აც":

"ბრი­ტა­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის" გუნ­დი ღრმა მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, ჩვე­ნი კო­ლე­გის, მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გის, ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ.

ეკა მას­წავ­ლე­ბელს გარ­და­ეც­ვა­ლა შვი­ლი, და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე.

ვუ­სამ­ძიმ­რებთ მას და მის ოჯახს. ნა­თელ­ში იყოს და­თუ­ნას სპე­ტა­კი სული. სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია ასე­თი ტრა­გე­დი­ის დროს".

ცნო­ბის­თვის, 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში 10 სექ­ტემ­ბერს მოკ­ლეს.

მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია - სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ის პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

წყარო