“მარტივი გამოსავალია, დაუჯდე ანა წითლიძეს დებატებში, მაგრამ როცა არ უჯდები, სრულიად გასაგებია, რატომაც“ - გიორგი ფავლენიშვილი - კვირის პალიტრა

“მარტივი გამოსავალია, დაუჯდე ანა წითლიძეს დებატებში, მაგრამ როცა არ უჯდები, სრულიად გასაგებია, რატომაც“ - გიორგი ფავლენიშვილი

ჩვენ გვაქვს საქმიანი, პრაქტიკული კითხვები, რაზეც პასუხების მაგივრად ცილისწამებასა და ჭორებს ვისმენთ. ამის მარტივი გამოსავალია, დაუჯდე ანა წითლიძეს დებატებში, მაგრამ როცა არ უჯდები, სრულიად გასაგებია, რატომაც არ უჯდები,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც „ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძისა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ურთიერთბრალდებებს ეხმაურება.

მისი თქმით, საქმიან შეკითხვებისთვის პასუხის გაცემის მაგივრად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის.

„როდესაც „ოცნება“ ცდილობს აჩვენოს, თუ როგორი დაპირისპირებაა ოპოზიციის შიგნით, გაიხსენონ, თავად როგორ წერენ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებებს, როგორ იჭერენ ერთმანეთს და იმეტებენ მოსაკლავად.

ანა წითლიძეს აქვს კონკრეტული შეკითხვები. როდესაც ის დებატებს ითხოვს, თუ ვინმეს აქვს საპირისპირო აზრი, დაუჯდეს დებატებში. არ უნდა მიაყენონ შეურაცხყოფა არც მას და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს და არც მუდმივად შეურაცხმყოფელი განცხადებებით არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი იმის გარდა, რომ შეკითხვებს პასუხები გასცენ.

განაგრძეთ კითხვა