რუსულმა ძალებმა კიევში ბენზინგასამართ სადგურებს დაარტყეს, არის მსხვერპლი - რას წერს ვიტალი კლიჩკო - კვირის პალიტრა

რუსულმა ძალებმა კიევში ბენზინგასამართ სადგურებს დაარტყეს, არის მსხვერპლი - რას წერს ვიტალი კლიჩკო

რუსებმა კიევში ბენზინგასამართ სადგურებს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

კლიჩკოს თქმით, დაშავებულთაგან ექვსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მეხანძრეებმა ბენზინგასამართ სადგურებზე გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაცია შეძლეს.

"ინტერპრესნიუსი"