“მავანთ არ მოეწონათ მთავრობის მიმართ ჩემი დამოკიდებულება და წინა საღამოს უარით დამირეკეს“ - რას წერს ასმათ ტყაბლაძე? - კვირის პალიტრა

“მავანთ არ მოეწონათ მთავრობის მიმართ ჩემი დამოკიდებულება და წინა საღამოს უარით დამირეკეს“ - რას წერს ასმათ ტყაბლაძე?

მსა­ხი­ო­ბი ას­მათ ტყაბ­ლა­ძე ფე­ის­ბუქ­ზე მის გულ­შე­მატ­კივ­რებს მი­მარ­თავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ დუ­შე­თის საკ­რე­ბუ­ლომ თხოვ­ნით მი­მარ­თა, მი­ე­ღო მათი წი­ნა­და­დე­ბა და თან­ხმო­ბა გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა “დუ­შე­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის“ წო­დე­ბა­ზე.

რო­გორც მსა­ხი­ო­ბი წერს, მან საკ­რე­ბუ­ლოს წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა გაგ­ზავ­ნა, თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც გა­არ­კვი­ეს მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის მი­მართ, სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ზე დუ­შე­თის საკ­რე­ბუ­ლომ უარი გა­ნუ­ცხა­და.“ჩემს ფეის მე­გობ­რებს და ჩემს ერ­თგულ ნაც­ნობ მე­გობ­რებს მინ­და ვუ­თხრა, რომ დუ­შე­თის კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან არ ყო­ფი­ლა ჩემ­თან არა­ნა­ი­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი. მე და­მი­რე­კეს დუ­შე­თის საკ­რე­ბუ­ლო­დან და მთხო­ვეს რომ თან­ხმო­ბა და­ვა­დას­ტუ­რო “დუ­შე­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე“. სი­მარ­თლე გი­თხრათ უა­რის თქმა მინ­დო­და, რად­გა­ნაც არ ვარ მოტრფი­ა­ლე მთავ­რო­ბე­ბის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი რე­გა­ლი­ე­ბი­სა, მაგ­რამ ისე ამიხ­სნეს, რომ ვი­ფიქ­რე ჩემ საყ­ვა­რელ დუ­შელ ხალ­ხს არ ვა­წყე­ნი­ნო და დავ­თან­ხმდი წე­რი­ლო­ბით.

მა­ვანთ არ მო­ე­წო­ნათ ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ე­ბი და წინა სა­ღა­მოს უა­რით და­მი­რე­კეს. ვინ სთხოვ­და, ჯერ გა­ერ­კვი­ათ მთავ­რო­ბის მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მერე და­ე­რე­კათ ჩემ­თვის. ეს საქ­ცი­ე­ლი მათ სინ­დის­ზე იყოს, ღმერ­თი მა­ღა­ლია და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას არ­ჩევს. მე ღმერ­თს ვენ­დო­ბი და ის გან­სჯის,“ - წერს ას­მათ ტყაბ­ლა­ძე.